ბრძანება N 9335
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 9335
28.04.2023
შპს „-----------“-ს (ს/ნ -------- )
(მის.: ----------------------------)
2022 წლის 10 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 აპრილის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა შპს „---------“-ს (ს/ნ ----------) 10 დეკემბრის №77186/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 19 ოქტომბრის №081-185 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, არ ეთანხმება ხილის ასორტის უსასყიდლოდ მიწოდებად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ შემოწმებით არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დათვლილი იქნა შპს „-------“-ს შემოსავლები, შემმოწმებელმა შესყიდვის აქტებით შეძენილი ხილი ცალკე გამიჯნა და მიწოდებად დაბეგრა. აცხადებს, რომ თითოეული მზა კერძის ხარჯთაღრიცხვა კალკულაციის ნორმებით განისაზღვრება, რაც იმას ნიშნავს, რომ კალკულაციის ნორმებით არის დარეგულირებული ერთეული მზა კერძის საწარმოებლად რა სახის და რა რაოდენობის სასაქონლო მარაგებია საჭირო. შესაბამისად, კალკულაციის ნორმების მიხედვით რეგულირდება ერთეული მზა კერძის თვითღირებულება და სარეალიზაციო ღირებულება პერიოდების მიხედვით. აღნიშნული ხარჯები და შემოსავლები აისახება ბუღალტრულ პროგრამა „ორის“-ში, სადაც ჩანს მიწოდებული კერძების რაოდენობა, შესაბამისად თითოეული კერძის თვითღირებულება და სარეალიზაციო ღირებულება. აცხადებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ხილი შედის ისეთი მზა კერძების თვითღირებულებაში, რომელიც განსხვავებული კერძია თავისი გემოვნებით, სახელწოდებით და კლიენტის მოზიდვის მიზნით ახდენენ აღნიშნულ კერძებზე ხილის დამატებას. ასეთი მზა კერძებია: „Kuzu pirzola”; „Izgara kofte”; Taze fasule”; “Taviq qanaT”; „Domates qabab”; Adana qababi”; “Taviq qanat”; “doneri” და ა. შ
მიუთითებს, რომ შემოწმების და შემდგომ გადაანგარიშების პროცესში წარდგენილი იქნა აუდიტორთან როგორც ორის პროგრამა, სადაც იკითხება ხილის შეძენა და წარმოებაში ხარჯვა, ისე მზა კერძების კალკულაციის ცხრილები. აცხადებს, რომ საწარმოს 2015-2016 წლებში ფიზიკური პირებისაგან შეძენილი აქვს ხილი (ვაშლი, ყურძენი, კივი), რომელიც ჩართული იყო წარმოების პროცესში და იგი წარმოადგენს თვითღირებულებაში შემავალ ხარჯს, რაც შემდგომ მზა კერძის მიწოდებით, ჩართული არის სალაროს ფისკალურ მაჩვენებლებში, რომლის მეშვეობითაც ერთობლივი შემოსავლის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს, შესაბამისი თვისა და წლების ჭრილში, რაზეც დარიცხულია დღგ და მოგების გადასახადი და გადახდილია ბიუჯეტში. შემოწმების პოზიციის საპირისპიროდ აღნიშნავს, რომ მსგავსი პროდუქტის (ვაშლი, ყურძენი, კივი) ცალკე რეალიზაცია ნამდვილად არ ხდება, აღნიშნული პროდუქტის წარმოებაში გამოყენება დასტურდება კალკულაციის ნორმებითა და წარმოების ცხრილებით.
მიუთითებს, რომ გადამხდელს არ გაუკეთებია იმგვარი განმარტება თითქოს იგი ზემოაღნიშნულ პროდუქტს უსასყიდლოდ აწვდიდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე. აღნიშნავს, რომ წარმოადგენს შემოწმების პერიოდში მიწოდებულ „ორისის“ პროგრამის ასლს, სადაც აღნიშნული ოპერაციები გატარებულია, როგორც თვითღირებულებაში შემავალი ხარჯი, ისე ჩართულია შემოსავლებში სალაროს ფისკალის მაჩვენებლებით.
ასევე, გადამხდელისთვის გაუგებარია საიდან იქნა მიღებული ინფორმაცია, რომ თითოეულ შეკვეთას შეესაბამება 2.7 კგ. ხილი, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. უთითებს, რომ შეძენილი პროდუქტი ორჯერ იქნა დაბეგრილი, ერთ შემთხვევაში დეკლარირების პერიოდში და მეორე შემთხვევაში, შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით.
გადამხდელისთვის გაუგებარია რა ფასნამატით განისაზღვრა შეძენილი ხილის თვითღირებულება, შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ხილის მიწოდების შემთხვევაში. უთითებს, რომ თუ აუდიტორმა კომპანიის ერთობლივი შემოსავალი გაზარდა უსასყიდლოდ ხილის მიწოდებით, ამ შემთხვევაში, მას ხარჯებიც უნდა გაეთვალისწინებინა. ასევე, აღნიშნავს, რომ შეძენილი სასაქონლო მატერიალური მარაგების ღირებულების შემოწმების მიერ გაზრდის გათვალისწინებით გამოდის, რომ 93 699 ლარის თვითღირებულების ხილი გაყიდულია 375 154 ლარად, რაც ყოველგვარ ლოგიკას სცილდება. აგრეთვე, გაუგებარია სასაქონლო მატერიალური მარაგების ცვლილების გამომწვევი გარემოებები და მსგავსი ქმედება ხომ არ ეწინააღმდეგება სიტუაციურ სახელმძღვანელოს
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელს მიაჩნია, რომ შემოწმება მთელი რიგი დარღვევებითაა ჩატარებული და არ იკვეთება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენატაციის შესწავლა. მომჩივანი ითხოვს განაწილებული მოგების კორექტირებას, გამოსაქვითი ხარჯების (რპთ-ის, 2015-2016 წლების სხვა ხარჯები, რემონტის და ამორტიზაციის ხარჯები, ელ. ენერგიის ხარჯი) სწორად განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---------“-ს (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს ,,------”-ს (ს.ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად დამატებით შეისწავლოს საჩივარში მითითებული სადავო საკითხები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით თუ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დაკისრებული სანქციის კორექტირება (შემცირება);
4. ამ ბრძანების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განხორციელდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის სამსახურის 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანების აღსრულების მიზნით აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 12 ოქტომბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2022 წლის 19 ოქტომბრის №081-185 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ:
შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაციით საწარმოს 2015-2016 წლებში ფიზიკური პირებისგან შეძენილი აქვს ხილი. წარმოდგენილი კალკულაციებით, მენიუებითა და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ არ ხდება მსგავსი პროდუქტების (ვაშლი, ყურძენი, კივი) არც პირდაპირი რეალიზაცია და არც წარმოებაში გამოყენება. გადასახადის გადამხდელის განმარტებით აღნიშნული პროდუქტი სარეალიზაციო კერძებთან ერთად ე.წ. ხილის ასორტის სახით უსასყიდლოდ მიეწოდებოდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე. პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად ირკვევა, რომ თითოეულ შეკვეთას დაახლოებით შეესაბამება 2.7 კგ. ხილი. შემოსავლების სამსახურის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა 2015 წლის 31 დეკემბრით დათარიღებული ბრძანებები კალკულაციების შესახებ, სადაც ისევე როგორც ბუღალტრულ პროგრამაში, აგრეთვე წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არსად ჩანს ხილის მოძრაობა და წარმოებაში გამოყენება, რითაც არგუმენტირებულად ჩაითვლებოდა გადამხდელის პოზიცია. სხვა გასაჩივრებულ საკითხებთან (სესხზე დარიცხული პროცენტების ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯებში გაუთვალისწინებლობა; 2016 წელს გაცემული ხელფასის ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვით ხარჯებში შემცირება; ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება ელექტროენერგიის ხარჯებით; სხვა ხარჯების შემცირებით ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯების კორექტირება; დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისა და შესაბამისი ვალდებულების გაანგარიშება) დაკავშირებით, დასკვნის თანახმად დგინდება, რომ აქტით დარიცხული თანხები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან, ხოლო გადამხდელის პრეტენზია დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელზე დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2019 წლის 16 დეკემბრის №43869 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხებთან მიმართებით დაევალა აღნიშნული საკითხები დამატებით შეესწავლა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, მითითებულ 2019 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებული იყო, რომ ,,საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხების ზეპირი განხილვისას მომჩივანმა განაცხადა, რომ უსასყიდლოდ მიწოდებული ხილის ასორტის ღირებულების ერთობლივ შემოსავალში ჩართვა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშება არამართებულია, ვინაიდან, აღნიშნული პროდუქტი სარეალიზაციო კერძებთან ერთად ე.წ. ხილის ასორტის სახით უსასყიდლოდ მიეწოდებოდა მომხმარებელს ყოველ დამატებით შეკვეთაზე, ხსენებული ხილის ღირებულება შედიოდა კლიენტებისთვის მიწოდებული კერძების ღირებულებაში და მისი ცალკე მიწოდება მისი მხრიდან არ ხდებოდა, ანალოგიური პრინციპით ახდენდა ჩაისა და მჟავის ასორტის კლიენტებისთვის მიწოდებას, მაგრამ აღნიშნული პროდუქცია შემოწმებით არ ჩათვლილა უსასყიდლო მიწოდებად. გარდა ამისა, სხვა დასახელებულ სადავო საკითხებზე შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 11 ოქტომბრის №28774 ბრძანების შესაბამისად არ მიეცა შესაძლებლობა წარედგინა მტკიცებულებები და მისი მონაწილეობით მომხდარიყო სადავო საკითხების დამატებით შესწავლა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნია საბჭომ, რომ დავის საგნებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ საქმისთვის არსებითად მნიშვნელოვანი დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები არ იყო გამოკვლეული და საჭიროებდა დამატებით შესწავლას.”
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხები. ასევე, გადამხდელის ძირითადი არგუმენტაცია შეეხებოდა უსასყიდლოდ მიწოდებული ხილის ასორტის ღირებულების ერთობლივ შემოსავალში ჩართვასა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებას. ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია სადავო საკითხთან მიმართებით, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში მითითებული კერძების წონების დადგენის მიზნით აუდიტორებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე საკონტროლო შესყიდვის განხორციელება. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული მასალებით დადგინდა, რომ შესყიდული კერძების შეძენის დროს არანაირი ხილის დამატებას არ ჰქონია ადგილი. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში ერთ-ერთი კერძი არის „------“, რომლის შესყიდვის დროსაც გადამხდელი აცხადებს, რომ ხდებოდა ხილის დამატება. ზემოაღნიშნული კერძი ფიქსირდება საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კერძებში, რა დროსაც არ მომხდარა ხილის დამატება შეძენილ კერძთან, შესაბამისად, გადამხდელის აპელირება აღნიშნული არგუმენტაციით უსაფუძვლოა. აგრეთვე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივართან ერთად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა კალკულაციები, სადაც თითოეული კერძის კალკულაციაში მონაწილებს ხილი. აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას სულ სხვა კალკულაციები წარუდგინა, სადაც შესყიდული ხილი არ მონაწილეობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელზე დამატებით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ უსასყიდლოდ მიწოდებული ხილის ასორტის ღირებულების ერთობლივ შემოსავალში ჩართვასა და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად იქნა შესწავლილი საქმის გარემოებები და არ გამოვლინდა იმგვარი გარემოება, რომელიც გახდებოდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირების საფუძველი. რაც შეეხება სხვა სადავო საკითხებს, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში არ აქვს მითითებული არგუმენტაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, ამდენად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი არ არის დასაბუთებული. რაც შეეხება საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციების შემსუბუქების შესწავლის საკითხს, საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ განმარტებულ იქნა, რომ 2018 წლის 27 დეკემბრის №4225-რს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებებით არ მსუბუქდება საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციები. შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლების განმარტებაზე მითითებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დაკისრებული თანხების (სანქციის) ოდენობა მართლზომიერად არ დაექვემდებარა შემცირებას
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“-ს (ს/ნ ------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი ითხოვს განაწილებული მოგების კორექტირებას, გამოსაქვითი ხარჯების სწორად განსაზღვრას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დამატებით იქნა შესწავლილი სადავო საკითხები. რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში მითითებული კერძების წონების დადგენის მიზნით აუდიტორებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს გადამხდელის კუთვნილ ობიექტზე საკონტროლო შესყიდვის განხორციელება. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში ერთ-ერთი კერძი არის, რომლის შესყიდვის დროსაც გადამხდელი აცხადებს, რომ ხდებოდა ხილის დამატება. ზემოაღნიშნული კერძი ფიქსირდება საკონტროლო შესყიდვის დროს შეძენილ კერძებში, რა დროსაც არ მომხდარა ხილის დამატება შეძენილ კერძთან, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივართან ერთად გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა კალკულაციები, სადაც თითოეული კერძის კალკულაციაში მონაწილებს ხილი. აღსანიშნავია, რომ შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას სულ სხვა კალკულაციები წარუდგინა, სადაც შესყიდული ხილი არ მონაწილეობდა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21).