ბრძანება N 7354
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 7354
01 აპრილი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-----“ (ს/ნ -----) (მის.: ----- )
2026 წლის 2 და 6 მარტის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 26 მარტის სხდომაზე (ოქმი N 26) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2026 წლის 2 მარტის N 101091/1/2026, N 26789/2/2026 და 6 მარტის N 26844/2/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 2 თებერვლის N 001-5 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
1. მომჩივანი აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა სრულად არ გაითვალისწინა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები და საჩივარზე თანდართულ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებზე დაყრდნობით, დამატებით ჩათვლას ექვემდებარება 1 895 ლარი.
2. გადასახადის გადამხდელი მიიჩნევს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ის შემცირებას უნდა გამოეწვია ჯარიმა - საურავის შემცირება, თუმცა კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში საურავის ნაწილში თანხა გაზრდილია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს ჯარიმა - საურავის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 ოქტომბრის N 22280 ბრძანების საფუძველზე შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად:
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს როგორც წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 ოქტომბრის N 22280 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 2026 წლის 29 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 7 178 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 133 ლარი და ჯარიმა 45 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 2 თებერვლის N 001-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით, შემოწმებამ ჩათვლაში გაითვალისწინა საგადასახადო შემოწმების აქტის გამოცემის შემდეგ გადამხდელის მიერ მიღებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებით განსაზღვრული დღგ-ის ჩასათვლელი თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა როგორც გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული დღგ-ის ჩათვლის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების შესწავლა, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესრულდა და შედეგად, გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული გადასახადი და ასევე, სანქციის ოდენობა.
ამასთან, მომჩივნის არგუმენტაციასთან, 1 895 ლარის დამატებით ჩათვლასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ საჩივრებზე თანდართული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები სრულად.
ასევე, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც თავდაპირველად წარმოდგენილ საჩივარში არ იყო სადავო გარემოება და შესაბამისად, არ იყო დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნისა და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
მომჩივანი ითხოვს ჯარიმა - საურავის შემცირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანიის საჩივარი და დაავალა მომჩივანს დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა დღგ-ის ჩათვლის დასადასტურებლად, ასევე შესაბამის ორგანოს მათი შესწავლა და ვალდებულებების კორექტირება. ჩატარებული გადაანგარიშების შედეგად კომპანიას შეუმცირდა საგადასახადო ვალდებულება, რის საფუძველზეც გამოიცა კორექტირებული მოთხოვნა.
გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება:
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 304 -21 ;.