ბრძანება N 13466

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.06.2023
№ დოკუმენტი 13466
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 13466

14.06.2023

ი/მ ---ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 1 მარტის საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა ი/მ ---ის (ს/ნ ---) №79438/1/2023 და №79439/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 2 თებერვლის №056-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ დასკვნა შედგენილია არასწორად, დასკვნაში არ არის გათვალისწინებული საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები, არაერთგზის მცდელობის მიუხედავად აუდიტორს გადამხდელთან ერთად არ გაუვლია წარდგენილი დოკუმენტები, რაც ევალებოდა ბრძანებით. მიუთითებს, აუდიტორი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ადგენს, რომ 2017 წელს სამედიცინო მომსახურებიდან მიღებული აქვს 12 ლარი შემოსავალი, რაც გახადა დღგ-ს ჩათვლის (100%) გაუქმების საფუძველი. განმარტავს, რომ 2017 წელს მისი შემოსავალი შეადგენს სტომატოლოგიური სავარძლის ჯართად რეალიზაციიდან მიღებულ 162 ლარს. სტომატოლოგიური სავარძელი შეძენილია 2013 წელს საბუთით, ხოლო მისი ნაწილები გაყიდულია ფიზიკურ პირზე 2017 წელს, რაზედაც შედგენილია მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც 2022 წლის მარტში არის ნოტარიულად ნათარგმნი. არ ეთანხმება შემმოწმებლის მსჯელობას, რომ მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2022 წლის მარტში, ნაცვლად შესყიდვის განხორცილების თარიღისა და განმარტავს, რომ მეტი სარწმუნოებისათვის გახდა საჭირო მისი ნოტარიულად დამოწმება, რათა დაესაბუთებინა ჯართის რეალიზაციის კანონიერება. ასევე, --- (მყიდველი) არის ფიზიკური პირი, რომელმაც სტომატოლოგიური სავარძლის ნაწილები შეიძინა პირადი მოხმარებისათვის. მიუთითებს, რომ სოფელ ---ში არის მეწარმის იურიდიული მისამართი, ხოლო ფაქტიური მისამართი კი ---. გამოთქვამს მზაობას, რომ წარმოადგინოს 2017 წლის საიჯარო ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც მიღებული აქვს შემოსავლები და რომელზედაც აუდიტორს არც კი უმსჯელია. ყოველივე ზემოაღნიშნული ცხადყოფს, რომ აუდიტორს არ შეუსწავლია, არ წაუკითხავს და არც გაუანალიზებია წარდგენილი დოკუმენტები, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 აგვისტოს №21145 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 11 აგვისტოს №056-49 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 22 ოქტომბრის №11599/2/2020 გადაწყვეტილების შესაბამისად, შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, მათ შორის საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 აგვისტოს №21145 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 თებერვლის №056-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების პროცესში, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ახსნა-განმარტებით, მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სტომატოლოგიური მომსახურება. პირის მიერ 2018 წლის მარტში სს "---“ შეძენილია 308.58 კვ.მ-ის მქონე ორსართულიანი შენობა ჯამური ღირებულებით 171 782 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), რაზეც სს "---“ მიერ გამოწერილია საფ ეა---- დღგ-ს თანხით - 26 204 ლარი, რაც სრულადაა ჩათვლილი 2018 წლის აპრილის თვეში. მეწარმის განმარტებით, აღნიშნული შენობის გამოყენებას გეგმავდა სტომატოლოგიური კლინიკის გასახსნელად (იხილეთ დანართი სახელწოდებით „შენობის შეძენის მიზნობრიობა“). შენობა ფუნქციურად წარმოადგენს სტომატოლოგიური კაბინეტების ერთობლიობას. მეწარმეს ნაწილი (27კვ.მ) გაქირავებული აქვს ---ზე. 2017 წელს მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები უფიქსირდება, ხოლო 2018-2019 წლებში კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში აფიქსირებს, რომ 2017 წელს სამედიცინო (სტომატოლოგიური) დანიშნულების მარაგების რეალიზაციას/გახარჯვას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც სტომატოლოგიური მომსახურებიდან შემოსავალს ვერ მიიღებდა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. 2017 წელს გადამხდელის საწყისი ნაშთი იყო 505 ლარი, შეძენილი საქონლის ღირებულება შეადგენდა 687 ლარს, ხოლო საბოლოო მარაგების ღირებულება 1180 ლარი იყო. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მისი დანახარჯი იქნებოდა 505+687-1180=12 ლარი. თუ გავითვალისწინებთ მეწარმის მიერ შეძენილი მედიკამენტების ღირებულებას და იმასაც, რომ სტომატოლოგიის ძირითადი შემოსავალი მომსახურებიდან მიიღება, ამ ღირებულების დანახარჯით გადასახადის გადამხდელის მიერ 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 162 ლარის მიღება შესაძლებელია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, რომ 2017 წელს ერთობლივი შემოსავალი 162 ლარი მიღებული აქვს სტომატოლოგიური მოწყობილობის (სტომატოლოგიური სავარძელის) ჯართად რეალიზებით. აღნიშნავს, რომ შეძენილი სტომატოლოგიური სავარძელი მიიტანა და დაასაწყობა სახლის სარდაფში. 2017 წლის იანვარში სარდაფის ჭერი ჩაინგრა და სავარძელი ისე დააზიანა, რომ მისი გადაგდება უწევდა, მაგრამ აღნიშნულ ოპერაციაზე გადამხდელს რაიმე დოკუმენტი არ გამოუწერია. ასევე სტომატოლოგიური სავარძლის შესყიდვის ზედნადებში, დასრულების ადგილად დაწერილია ქალაქი ----, გადამხდელი კი ცხოვრობს სოფელ ---ში. გადამხდელის განმარტებით ჯართი მიყიდა ფ/პ ---ს (პ/ნ ---), რომელთანაც მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 2022 წლის მარტში, ნაცვლად შესყიდვის განხორციელების თარიღისა.

ამასთან, ფ/პ --- არ ეწევა არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას. ასევე აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2018 წლიდანაც გააგრძელა სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა, მაგრამ მას არ შეუძენია სტომატოლოგიური მომსახურების გასაწევად საჭირო სავარძელი, რომლის გარეშეც სტომატოლოგად ვერ იმუშავებს.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სადავო საკითხი, მათ შორის საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია, მაგრამ სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.

მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/ საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს 2017 წელს მხოლოდ სტომატოლოგიური მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები უფიქსირდება, ხოლო 2018-2019 წლებში კალენდარული წლის განმავლობაში ჩათვლის უფლების გარეშე დასაბეგრი ოპერაციების თანხა საერთო ბრუნვის თანხის 5 პროცენტზე ნაკლებია.

მეწარმის მიერ შეძენილი მედიკამენტების ღირებულების და სტომატოლოგიის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის გათვალისწინებით, შემოწმება აღნიშნავს, რომ 2017 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში დაფიქსირებული ერთობლივი შემოსავლის 162 ლარის მიღება შესაძლებელია.

ამასთან, სტომატოლოგიური სავარძლის შესყიდვის ზედნადებში, დასრულების ადგილად მითითებულია ქალაქი ---, გადამხდელი კი ცხოვრობს სოფელ ---ში. ასევე აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელმა 2018 წლიდანაც გააგრძელა სტომატოლოგიური მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სადავო საკითხი, მათ შორის საჩივრებზე თანდართული დოკუმენტაცია, მაგრამ სათანადო საფუძვლების არარსებობის გამო საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელდა.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 8 აგვისტოს №21145 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 23 იანვრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 2 თებერვლის №056-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21).