ბრძანება N 1725
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 1725
01 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“-ის (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 10 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) №86645/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 25 დეკემბრის №068-29 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, შემოწმების მიერ დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული სალაროს ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ თანხის ნაწილი 350 000 ლარი ავანსად აქვს გადახდილი არარეზიდენტი მომწოდებლისთვის, ხოლო 130 228 ლარი 2023 წლის 3 ივნისს გატანილი აქვს დივიდენდის სახით, რომელიც დეკლარირებულია შესაბამისი პერიოდის დეკლარაციაში.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 აგვისტოს №20860 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივლისის №068-15 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2023 წლის 31 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 აგვისტოს №20860 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 22 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 25 დეკემბრის №068-29 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარმოდგენილ იქნა არარეზიდენტ მომწოდებელ შპს „-------“ (ს/ნ -------) გაფორმებული შედარების აქტი, რომლის თანახმად, საწარმოს მოთხოვნა შპს „-------“ მიმართ 2023 წლის 30 მაისის მდგომარეობით შეადგენს 11 346 000 რუბლს და ასევე, წარმოდგენილ იქნა 2023 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შპს „-------“ საქონელი იმპორტირებული აქვს 2021 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში, ხოლო შემდგომ პერიოდში მასთან სავაჭრო ურთიერთობა არ უფიქსირდება. ამასთან, 2023 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შპს „-------“ მიმართ კრედიტორული/დებიტორული დავალიანება. ამას გარდა, საწარმოს 2023 წლის მარტის თვიდან დღემდე არ უფიქსირდება საბაჟო ოპერაციები და ეკონომიკური საქმიანობა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია საზღვრის კვეთის დროს 11 346 000 რუბლის/ექვივალენტი ლარის დეკლარირების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის მოწოდებული დამატებითი მტკიცებულებები/არგუმენტები სასამართლოში/არბიტრაჟში სარჩელის შეტანასთან ან/და სხვა სამართლებრივი დავის წამოწყებასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
საჩივრით წარმოდგენილ სადავო საკითხთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ გადაანგარიშების ეტაპზე წარდგენილ იქნა შედარების აქტი არარეზიდენტ მომწოდებელ შპს „-------“ (ს/ნ -------), რომლის თანახმად, საწარმოს მოთხოვნა შპს „-------“ მიმართ 2023 წლის 30 მაისის მდგომარეობით შეადგენს 11 346 000 რუბლს და ასევე, 2023 წლის 1 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, წინასწარ არ არის განსაზღვრული მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, ხარისხი, მიწოდების პირობები და ვადები. ხელშეკრულების თანახმად, გადახდის დაგვიანებისათვის, აგრეთვე, საქონლის 5 საბანკო დღეზე მეტი ვადით მიწოდების დაგვიანების (მიუწოდებლობის) შემთხვევაში, განსაზღვრულია მეორე მხარისათვის ჯარიმის გადახდა. საწარმოს მიერ გადაანგარიშების ეტაპზე არ იქნა წარდგენილი საქონლის მოუწოდებლობასთან დაკავშირებით მისთვის გადახდილი ჯარიმის შესახებ რაიმე სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების თანახმად, გადასახადის გადამხდელს შპს „-------“ საქონელი იმპორტირებული აქვს 2021 წლის სექტემბრისა და ოქტომბრის თვეებში, ხოლო შემდგომ პერიოდში მასთან სავაჭრო ურთიერთობა არ უფიქსირდება. ამასთან, 2023 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შპს „-------“ მიმართ კრედიტორული/დებიტორული დავალიანება. ამას გარდა, საწარმოს 2023 წლის მარტის თვიდან დღემდე არ უფიქსირდება საბაჟო ოპერაციები და ეკონომიკური საქმიანობა. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი ინფორმაცია საზღვრის კვეთის დროს 11 346 000 რუბლის/ექვივალენტი ლარის დეკლარირების შესახებ. გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის მოწოდებული დამატებითი მტკიცებულებები/არგუმენტები სასამართლოში/არბიტრაჟში სარჩელის შეტანასთან ან/და სხვა სამართლებრივი დავის წამოწყებასთან დაკავშირებით. ზემოხსენებული არგუმენტების გათვალისწინებით, ვერ დასტურდება ამ ოპერაციის განხორციელების ნამდვილობა. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 აგვისტოს №20860 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივანის 2023 წლის 31 ივლისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 23 აგვისტოს №20860 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)