გადაწყვეტილება №17935/2/2022

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 15.12.2022
№ დოკუმენტი 17935/2/2022
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№17935/2/2022

15.12.2022

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: სს „--------“ (ს/ნ --------)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 15.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება სს ---------- ის 5.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17935/2/2022).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 22.08.2022 წლის №EL180720 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;

2. შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24660 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: ჯარიმა - 16 700,54 ლარი.

 

ფაქტების აღწერა

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირების გამო მომჩივანს 22.08.2022 წლის №EL180720 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 16 700,54 ლარის ოდენობით. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 27.09.2022 წლის №24660 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდგეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე. მომჩივნის მიერ წარმოდგენილია 15.12.2022 წლის №18453/2/2022 განცხადება სადაც მიუთითებს, რომ 5.10.2022 წელს საქართველოს ფინანსა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში ნაწილობრივ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურის 27.09.2022 წლის №24660 ბრძანება. აღნიშნული ბრძანება უკვე აღსრულებულია და შესაბამისად კომპანიას აღარ აქვს დავის გაგრძელების ინტერესი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს სს --------- ის 5.10.2022 წლის №181475/01 (საბჭოში რეგისტრაციის თარიღი და ნომერი: 5.10.2022 წელი №------/2/2022) საჩივარზე წარმოების შეწყვეტას.

ვინაიდან მომჩივანი უარს აცხადებს დავის გაგრძელებაზე, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.