გადაწყვეტილება №25482/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.11.2025
№ დოკუმენტი 25482/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№25482/2/2025

03 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 18.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25482/2/2025).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №002-237 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13452 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 300 915,71 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 182 263

ჯარიმა - 91 131

საურავი - 27 521,71

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, როგორც მედიკამენტებით, ასევე, საკვები დანამატებით და სხვა ფარმაცევტული ნაწარმით. აუდიტის დეპარტამენტის 28.06.2024 წლის შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს მედიკამენტებით, რომელიც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, ასევე, საკვები დანამატებით და სხვა ფარმაცევტული ნაწარმით, რომელიც წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ საქონელს. საქონლის შეძენა და რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტით. 2022 და 2023 წლებში, უზბეკურ კომპანია -----ზე გადარიცხულია თანხები (68 469 ლარი), საფუძვლით: მედიკამენტების რეგისტრაციის საფასური. აღნიშნული თანხა არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიღებული შემოსავალი შეადგენს 6 951 056 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი ან სხვა განაცემი 3 784 ლარს. ექსპორტის და რეექსპორტის რეჟიმით რეალიზებულია 4 545 204 ლარის პროდუქცია. 29.02.2024 წლის მდგომარეობით (შესამოწმებელი პერიოდის დასასრული) 4 სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიის (ტაჯიკური და უზბეკური) არსებული დებიტორული დავალიანება, შპს „---ის“ მიმართ შეადგენს 1 869 857 ლარს, აღნიშნული მოიცავს 1.01.2021 წლის მდგომარეობით არსებულ დავალიანებასაც. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ვალის მოთხოვნის ან დავის სამართლებრივი დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ დებიტორი კომპანიების მიერ უკანასკნელი გადახდები განხორციელებულია 2021 წელს, ასევე, არის შემთხვევები, როცა არსებული, საკმაოდ მაღალი დებიტორული დავალიანების მიუხედავად, პროდუქცია მიწოდებულია რამდენიმე თვის შემდეგ ან მომდევნო წელს, რომელზეც ასევე არ განხორციელებულა საკომპენსაციო თანხის გადახდა. აღნიშნული თანხები 29.02.2024 წლის მდგომარეობით, გადამხდელს ჩაეთვალა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 10.07.2024 წლის №002-143 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტებისათვის მედიკამენტების რეგისტრაციის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირდა სულ 439 211 ლარით (გადასახადი 292 807 ლარი, ჯარიმა 146 404 ლარი). აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 27.12.2024 წლის №002-237 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 14.04.2025 წლის №7091 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 5.06.2025 წლის №25151/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13452 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლებისა სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება 3 დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საწარმოს მიერ ამ დარიცხვების გასაჩივრების შედეგად, ერთ-ერთი დებიტორული დავალიანების თანხა მოიხსნა, ორი კი შემცირდა, ამასთან გამოყენებული იქნა 29.02.2024-1.03.2024 პერიოდში მოქმედი სავალუტო კურსები. დარჩენილი დებიტორული დავალიანება, რომელიც გასაჩივრების საგანია, არის 729 054.99 ლარი (იხ. ცხრილი ქვემოთ). გადაანგარიშების შემდეგ, სწორედ ეს ჩაითვალა გაცემულ ხელფასად და შესაბამისად, დაერიცხა გადასახდელად (ძირი თანხა) (729 054.99/0.80)*20%=182 263 ლარი.

 

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1762327060673 {margin-left: 54pt; border: none; margin: 0 auto !important; }ბუღ. ანგარიში

კომპანია

01.03.2024

ნაშთი

ვალუტაში

01.03.2024

ნაშთი

ლარებში

 

1411/EUR

 

97183 EUR

2.8839

280266.05

 

1411/USD

 

65775.3 USD

2.6606

175001.76

 

1411/USD

 

102904.3 USD

2.6606

273787.18

 

სულ:

 

729054.99

 

კომპანია კვლავ არ ეთანხმება ამ გადაკვალიფიცირებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მითითებული დებიტორული დავალიანების (ამ 3 არარეზიდენტი კომპანიის მიმართ) დირექტორის ხელფასად მიჩნევის არანაირი საფუძველი! ეს თანხა გადაუხდელია დღემდე, რისი მიზეზებიც (ანუ, მათი გადაუხდელობის) უკვე განმარტებულია შემოსავლების სამსახურისთვის. ობიექტური მიზეზების გამო (საქართველოს კანონმდებლობაში 2022 წელს მომხდარი ცვლილებების გამო), ვერ აწარმოა ახალი პროდუქცია და ვეღარ მიაწოდა, რაც მომჩივნის ვალდებულება იყო მათ წინაშე. ამიტომ მათ ნაწილობრივ შეწყვიტეს გადახდები დროებით, სანამ პროდუქციის მიაწოდებდა გადასახადის გადამხდელი. ამასთან, ისინი აღიარებენ ზემოაღნიშნულ დებიტორულ დავალიანებებს და ხელიც მოაწერეს შედარების აქტებზე. ეს შედარების აქტებიც წარმოდგენილია. გარდა ამისა, საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული არცერთი ამ არარეზიდენტი კომპანიებიდან, არ წარმოადგენს ურთიერთდამოკიდებულ პირს. შემოსავლების სამსახურის ბრძანების გამოცემისა და მისი გაცნობის შემდეგ, მომჩივანმა განმეორებით მიმართა დებიტორული დავალიანების დადასტურების თხოვნით დებიტორებს. მათგან ორმა: ----მა და -----მ კვლავ დაადასტურა 29.02.2024 წლის მდგომარეობით ზემოთ მითითებული დავალიანებების არსებობა და ამჯერად, თავიანთი დასტური ნოტარიალურად დამოწმებული გამოაგზავნეს! მათ შორის, ერთ-ერთმა დებიტორმა:----მა სულ ახლახან გადაგვიხადა დავალიანების ნაწილი (30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი). რაც შეეხება მე-3 დებიტორს, კომპანია ----მა ჯერჯერობით ვერ მიაწოდა მომჩივანს ანალოგიური დასტური მათი შიდა ორგანიზაციული საკითხების გამო, მაგრამ ელოდებიან მისგან ამ დასტურს და სავარაუდოდ, მალე უნდა გამოგვიგზავნონ. მომჩივანი ითხოვს საგადასახდო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათავისუფლდეს სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო: ბუღ. ანგარიში კომპანია 01.03.2024 ნაშთი ვალუტაში 01.03.2024 ნაშთი ლარებში 1411/EURლაიფ ---- LLP 97183 EUR 2.8839 280266.05 1411/USD---- 65775.3 USD 2.6606 175001.76 1411/USD---- 102904.3 USD 2.6606 273787.18 სულ: 729054.99.

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: - პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს არარეზიდენტებისათვის მედიკამენტების რეგისტრაციის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

- მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ ოპერაციაზე კვალიფიკაციის განსაზღვრის საკითხი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის დასკვნის საფუძველზე დარიცხული თანხები შემცირდა სულ 439 211 ლარით (გადასახადი 292 807 ლარი, ჯარიმა 146 404 ლარი). აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანების მიხედვით არარეზიდენტებისათვის მედიკამენტების რეგისტრაციის საფასურის დანიშნულებით გადარიცხული თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას.

დავის პროცესში გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შესწავლილ იქნა შემოწმების მიერ და გათვალისწინებულია არარეზიდენტის მიერ ჩამორიცხული თანხები:

1. კომპანია „---“-ის სახელით შპს „----თვის“ 2022 წელს თანხები უნაღდო ანგარიშსწორებით ჩარიცხული აქვს კომპანია ----ს, რომლითაც დაიფარა დებიტორული დავალიანების ნაწილი, ჩარიცხვის დანიშნულებას ადასტურებს ჩამრიცხავი და დებიტორი კომპანიებიც.

2. კომპანია „---“-ს ჩარიცხული აქვს თანხები შპს „---ის“ დამფუძნებლის, ---ს ანგარიშზე, რომელსაც შემოტანილი აქვს შპს „---ის“ ანგარიშზე სესხის დანიშნულებით, ბუღალტრულად აღნიშნული სესხი გადაკვალიფიცირებულია საწესდებო კაპიტალად, თუმცა გადამხდელის განმარტებით, რეალურად ეს თანხები წარმოადგენდა დებიტორული დავალიანების დაფარვას, რომელსაც ჩაასწორებს ბუღალტრულ პროგრამაში და გათვალისწინებული იქნება შემდგომ პერიოდში.

3. კომპანია ----მა შპს „---ს“ ჩაურიცხა სრულად, შემოწმების დასრულების შემდგომ პერიოდში, რომელთან დაკავშირებითაც გადამხდელმა წარმოადგინა საბანკო ამონაწერი შემდგომ პერიოდზე. წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, ზემოთ აღნიშნული სამივე საკითხი დაკმაყოფილდა და გადამხდელს შეუმცირდა გადასახდელად დარიცხული გადასახადი და შესაბამისად, ჯარიმის ნაწილი.

საბჭოს სხდომაზე მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ერთ-ერთმა დებიტორმა - ---მა სულ ახლახან გადაიხადა დავალიანების ნაწილი (30 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი) და დანარჩენის დაფარვასაც აპირებს ეტაპობრივად.---მ კვლავ დაადასტურა დავალიანებების არსებობა და ამჯერად, თავიანთი დასტური ნოტარიალურად დამოწმებული გამოაგზავნა. რაც შეეხება, კომპანია ----მა ჯერჯერობით ვერ მიაწოდა მომჩივანს ანალოგიური დასტური მათი შიდა ორგანიზაციული საკითხების გამო, მაგრამ ელოდებიან მისგან ამ დასტურს და სავარაუდოდ, მალე უნდა გამოგვიგზავნონ.

საბჭო მიუთითებს, რომ მომჩივნის მიერ წარმოდგენილია დამატებით მტკიცებულებები, კერძოდ დებიტორული დავალიანების ნაწილის დაფარვის დოკუმენტები, რომლებიც აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, არც შემოწმების მიმდინარეობისას და არც საჩივრის წარმოებისას შეფასებული არ არის, ვინაიდან შემოწმების დასრულების შემდგომ მოხდა დავალიანების ნაწილის დაფარვა.

მომჩივნის არგუმენტაციის და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დოკუმენტური მტკიცებულებები საჭიროებს დამატებით შესწავლას, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელი მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (დებიტორული დავალიანების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები) შეისწავლოს და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მომჩივანი ასევე ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანების აღსრულების შედეგები - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №13452 ბრძანება;

3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები, კერძოდ, დებიტორული დავალიანების დაფარვის დოკუმენტები;

4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტური მტკიცებულებების შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 30.09.2024 წლის №21407 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, როგორც მედიკამენტებით, ასევე, საკვები დანამატებით და სხვა ფარმაცევტული ნაწარმით. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: გადასახადის გადამხდელი ვაჭრობს მედიკამენტებით, რომელიც გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების გადასახადისგან, ასევე, საკვები დანამატებით და სხვა ფარმაცევტული ნაწარმით, რომელიც წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ საქონელს. საქონლის შეძენა და რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტით. 2022 და 2023 წლებში, უზბეკურ კომპანიაზე გადარიცხულია თანხები (68 469 ლარი), საფუძვლით: მედიკამენტების რეგისტრაციის საფასური. აღნიშნული თანხა არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა.

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიღებული შემოსავალი შეადგენს 6 951 056 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი ან სხვა განაცემი 3 784 ლარს. ექსპორტის და რეექსპორტის რეჟიმით რეალიზებულია 4 545 204 ლარის პროდუქცია. 29.02.2024 წლის მდგომარეობით (შესამოწმებელი პერიოდის დასასრული) 4 სხვადასხვა არარეზიდენტი კომპანიის (ტაჯიკური და უზბეკური) არსებული დებიტორული დავალიანება, მომჩივნის მიმართ შეადგენს 1 869 857 ლარს, აღნიშნული მოიცავს 1.01.2021 წლის მდგომარეობით არსებულ დავალიანებასაც. გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ვალის მოთხოვნის ან დავის სამართლებრივი დოკუმენტი. აღსანიშნავია, რომ დებიტორი კომპანიების მიერ უკანასკნელი გადახდები განხორციელებულია 2021 წელს, ასევე, არის შემთხვევები, როცა არსებული, საკმაოდ მაღალი დებიტორული დავალიანების მიუხედავად, პროდუქცია მიწოდებულია რამდენიმე თვის შემდეგ ან მომდევნო წელს, რომელზეც ასევე არ განხორციელებულა საკომპენსაციო თანხის გადახდა. აღნიშნული თანხები 29.02.2024 წლის მდგომარეობით, გადამხდელს ჩაეთვალა მიღებულად და დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს გადასახადის გადამხდელი მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (დებიტორული დავალიანების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები) შეისწავლოს და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 1, ბ.