ხილის კონცენტრატებიდან ნატურალური წვენის ჩამოსხმის საწარმოო დანაკარგი

დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობები 23.12.2011
№ დოკუმენტი 12051
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება № 12051

23 დეკემბერი 2011

ხილის კონცენტრატებიდან ნატურალური წვენის ჩამოსხმის საწარმოო დანაკარგის დამტკიცების შესახებ

,,ბუნებრივი დანაკარგების მაქსიმალური ზღვრული ოდენობების შემმუშავებელი სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 აპრილის N 845 განკარგულების მე-3 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის N 303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის ,,ფ" ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,უ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ხილის კონცენტრატებიდან ნატურალური წვენის წარმოებისას (,,Tetrapak"და ,,Elapak" დანადგარების/ჩამოსხმის ხაზების გამოყენებით) ერთ ჩამოსხმაზე საწარმოო დანაკარგი განისაზღვროს 300 ლიტრის ოდენობით.

 

2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ჯამბულ ებანოიძე

სამსახურის უფროსი