ბრძანება N 8802

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 17.04.2018
№ დოკუმენტი 8802
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 8802

17/04/2018

შპს -----

(მის: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 29 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი N29) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 დეკემბრის N094-431 „საგადასახადო მოთხოვნის“ გაუქმებას.

გადამხდელი არ ეთანხმება მივლინების ხარჯების გაუქმებას.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების საქმიანობის არეალი მოიცავს ------ის, -------სა და -------ის ადმინისტრაციულ ერთეულებს სადაც მიმაგრებული ჰყავს თანამშრომლები. საზოგადოება ცალკეულ შემთხვევებში იმ თანამშრომლებზე გაწეულ ხარჯებს რომლებიც მუდმივად მიმაგრებული არიან -------ის სამთო გამამდიდრებელ ფაბრიკაში აკვალიფიცირებს არა სახელფასო განაცემად არამედ სამივლინებო ხარჯად და არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით. სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დაქირავებული მუშაობით მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 23 მაისის N13637 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს ----- გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2014 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე. შემოწმების შედეგებზე 2017 წლის 28 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 29 დეკემბერს გამოსცა N36114 ბრძანება „გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და „საგადასახადო მოთხოვნა“ N094-431, რომლის მიხედვითაც საწარმოს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 407992 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 261280 ლარი, ჯარიმა 132776 ლარი და საურავი 13936 ლარი.

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით იგი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭო მიუთითებს, რომ სსკ-ის 101-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. სზაკ–ის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ– სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად დავების განხილვის საბჭომ მიჩნია, რომ დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი გარემოებები და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანებით, ასევე სამივლინებო ხარჯების საგადასახადო შემოწმების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 6 სექტემბრის N7545 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს 2018 წლის 26 იანვრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი გარემოებები და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანებით, ასევე სამივლინებო ხარჯების საგადასახადო შემოწმების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 6 სექტემბრის N7545 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შესაბამისი კორექტირების განხორციელება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება მივლინების ხარჯების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის თანახმად დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: საწარმოს საქმიანობის არეალი მოიცავს სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულს სადაც მიმაგრებული ჰყავს თანამშრომლები. საწარმო ცალკეულ შემთხვევებში იმ თანამშრომლებზე გაწეულ ხარჯებს რომლებიც მუდმივად მიმაგრებული არიან სამთო გამამდიდრებელ ფაბრიკაში აკვალიფიცირებს არა სახელფასო განაცემად არამედ სამივლინებო ხარჯად და არ ბეგრავს საშემოსავლო გადასახადით. სსკ-ის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება დაქირავებული მუშაობით მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი. შემოწმების შედეგებზე გამოიცა „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვითაც საწარმოს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა ძირითადი გადასახადი; ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

 

აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილი გარემოებები და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 5 აპრილის N220 ბრძანებით, ასევე შემოსავლების სამსახურის 2011 წლის 6 სექტემბრის N7545 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 101(1)