ბრძანება N 23717

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.11.2024
№ დოკუმენტი 23717
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23717

07 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2024 წლის 22 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 5 ნოემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №118) განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №92480/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 24 სექტემბრის №006-439 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადამხდელი განმარტავს, რომ ტვირთების გადაზიდვას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებდა საკუთრებაში არსებული სატვირთო ავტომანქანის მეშვეობით. მაღალი დატვირთვის პირობებში, გაიზარდა სატვირთო მანქანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები. იმისათვის, რომ კლიენტებთან ურთიერთობა არ გაფუჭებულიყო უწევდა სხვა სატვირთოების ქირაობა. უმეტეს შემთხვევაში სატვირთო ავტომანქანებს ქირაობდა მისი ოჯახის წევრებისგან და ანგარიშსწორება ხდებოდა საბაზრო ფასით, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი სარგებლობდნენ მისი მომსახურებით. ასეთ შემთხვევებში სასაქონლო ზედნადებში გამოჩნდებოდნენ სხვა პირები, მისი ოჯახის წევრების კლიენტები. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოწერილი სასაქონლო-ზედნადებების მიხედვით გაზარდა საგადასახადო ორგანომ დასაბეგრი ბრუნვები, როგორც დღგ-ის ასევე საშემოსავლო გადასახადის ნაწილში. სულ ჯამში დედაზე - ---------- და დაზე - ---------- გაწეული გადაზიდვის მომსახურების ღირებულება (ანგარიშფაქტურების მიხედვით) შეადგენს დაახლოებით 25 000 ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ სულ მცირე აღნიშნული თანხის ოდენობით უნდა შემცირდეს საშემოსავლო და დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვები.

2. გადამხდელი არ ეთანხმება საწვავის ხარჯის გაანგარიშებას და განმარტავს, რომ საწვავის ხარჯის გაანგარიშება განხორციელდა სასაქონლო ზედნადებებში მითითებული, ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილებს შორის მანძილის მიხედვით. გადაანგარიშებისას აუდიტის დეპარტამენტმა ნაწილობრივ გაითვალისწინა მისი პოზიცია და ტრანსპორტირების დაწყების წერტილამდე გავლილ მანძილზე გაწეული საწვავის ხარჯი ჩათვალა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხარჯად, თუმცა სრულად არ გაუთვალისწინებია მის მიერ მიწოდებული გავლილი მანძილების გაანგარიშება. შესამოწმებელ პერიოდში საქართველოში საავტომობილო გზებზე (ძირითადად თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ მაგისტრალზე) მიმდინარეობდა აქტიური სამუშაოები, რომლის დიდი ნაწილი დასრულდა საგადასახადო შემოწმების დასრულების შემდეგ. შემოწმების ჯგუფმა google.map მეშვეობით მანძილები გაზომა მიმდინარე მდგომარეობით, შესაბამისად სახეზე არის აცდენები მისი სატრანსპორტო საშუალებების მიერ გავლილ მანძილებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საკითხის კიდევ ერთხელ შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2922 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივლისის №006-369 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი, დაადგინოს საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, საწვავის ხარჯი განსაზღვროს აუდირებული მონაცემების (აუდიტის დეპარტამენტში არსებული პრაქტიკის) მიხედვით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2922 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 19 სექტემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 29 788 ლარით, მათ შორის, გადასახადი 19 853 ლარით, ჯარიმა 9 935 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 24 სექტემბრის №006-439 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

პირველ, მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები აღნიშნულ საკითხებში შემცირებას არ დაექვემდებარა.

მე-3 სადავო საკითხი შესწავლილ იქნა გადამხდელის მონაწილეობით და სხვადასხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე გათვალისწინებულ იქნა საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებული გამოკითხვის მასალები, აგრეთვე ის გარემოება, რომ აღნიშნული კონკრეტული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების სიყალბე გამოძიების მიხედვით დადგენილი არ არის. არსებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე განხორციელდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით შეფასებულ იქნა გადამხდელის სატვირთო ავტომობილის ტვირთის გარეშე გადაადგილების საწვავის ხარჯები წინა სატრანსპორტო მომსახურების დასრულების პუნქტიდან მომდევნო მომსახურების საწყის პუნქტამდე. ამისათვის გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული დისტანციების შესახებ (დაკორექტირდა google.maps-ის მიხედვით), ასევე ღია ინტერნეტ წყაროებში მოძიებული მონაცემები ხარჯვის ნორმის თაობაზე ტვირთის გარეშე მოძრაობისას სატვირთო ავტომობილის აღნიშნული მოდელისათვის (დაკორექტირდა 25%-ით სატვირთო ავტომობილის ხანდაზმულობის გამო - ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანების შესაბამისად). აღნიშნული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის დამატებითი რაოდენობა და ღირებულება. შესაბამისად განხორციელდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური ეყრდნობა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნას და მიუთითებს შემდეგს:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2922 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები აუდიტის დეპარტამენტისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ საკითხში შემცირებას არ დაექვემდებარა.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შეფასებულ იქნა გადამხდელის სატვირთო ავტომობილის ტვირთის გარეშე გადაადგილების საწვავის ხარჯები წინა სატრანსპორტო მომსახურების დასრულების პუნქტიდან მომდევნო მომსახურების საწყის პუნქტამდე. ამისათვის გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული დისტანციების შესახებ. ასევე ღია ინტერნეტ წყაროებში მოძიებული მონაცემები ხარჯვის ნორმის თაობაზე ტვირთის გარეშე მოძრაობისას სატვირთო ავტომობილის აღნიშნული მოდელისათვის (დაკორექტირდა 25%-ით სატვირთო ავტომობილის ხანდაზმულობის გამო - ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანების შესაბამისად). აღნიშნული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის დამატებითი რაოდენობა და ღირებულება. შესაბამისად განხორციელდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 თებერვლის №2922 ბრძანების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები აუდიტის დეპარტამენტისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები ამ საკითხში შემცირებას არ დაექვემდებარა.

შეფასებულ იქნა გადამხდელის სატვირთო ავტომობილის ტვირთის გარეშე გადაადგილების საწვავის ხარჯები წინა სატრანსპორტო მომსახურების დასრულების პუნქტიდან მომდევნო მომსახურების საწყის პუნქტამდე. ამისათვის გათვალისწინებულ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული დისტანციების შესახებ. ასევე ღია ინტერნეტ წყაროებში მოძიებული მონაცემები ხარჯვის ნორმის თაობაზე ტვირთის გარეშე მოძრაობისას სატვირთო ავტომობილის აღნიშნული მოდელისათვის (დაკორექტირდა 25%-ით სატვირთო ავტომობილის ხანდაზმულობის გამო - ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 18 აპრილის №230 ბრძანების შესაბამისად). აღნიშნული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შეფასებულ იქნა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული საწვავის დამატებითი რაოდენობა და ღირებულება. შესაბამისად განხორციელდა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) დღგ-ში და საშემოსავლო გადასახადში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).