ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება № 01- 32/ნ
2011 წლის15 ივნისი
ქ. თბილისი
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესის დამტკიცების შესახებ
„წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 1113 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მარტის ბრძანება №01-11/ნ - ვებგვერდი, 14.03.2013წ.
1. დამტკიცდეს:
ა) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი (დანართი№ 1);
ბ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის დოკუმენტის ფორმა (დანართი№ 2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფის საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2004 წლის 9 იანვრის№ 3/ნ ბრძანება.
3. ბრძანებაამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
ი. გიორგობიანი
დანართი № 1
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესი
მუხლი 1. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა
1. ეს მუხლი არეგულირებს ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანის წესს.
2. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით ნებადართულია „ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა „ ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და „ ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) 31 დღის მარაგის შემოტანა.
3. ფიზიკური პირის მფლობელობაში ინდივიდუალური საჭიროებისათვის არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან შემოტანა არ განიხილება როგორც იმპორტი.
4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის სხვა ქვეყანაში შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოსატანად საქართველოს საგადასახადო ორგანოებს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება:
ა) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტაბლეტის (აბის), ამპულის და ა.შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მონაცემების შევსებას, მაშინ აღნიშნული მონაცემები შეიტანება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში);
ბ) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი;
გ) რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად უფლებამოსილი იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს ამ ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და დანიშნულების ქვეყანა.
5. საქართველოს საგადასახადო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფაქტობრივად შემოტანილ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და შესაბამისობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.
6. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე – ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ამავე დროს ამოეწურა მკურნალობისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მარაგი, მაშინ მისი უზრუნველყოფა შესაბამისი სამკურნალო საშუალებებით ხდება ტერიტორიული პრინციპით, დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისთვისაც ავადმყოფი მიმართავს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, წარუდგენს საგადასახადო ორგანოს მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რაც, თავის მხრივ, ამ დაწესებულებისათვის წარმოადგენს ფიზიკური პირის აღრიცხვაზე აყვანისა და მისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების დანიშვნის საფუძველს. ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების გამოწერა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.
8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის გატანილი რაოდენობიდან ნაშთად დარჩენილი ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემოტანაზე. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს წარედგინება მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, საგადასახადო ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტი.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 8 ნოემბრის ბრძანება №01-50/ნ - ვებგვერდი, 10.11.2011 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 08.08.2012წ.
მუხლი 2. ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანა
1. ეს მუხლი არეგულირებს ფიზიკური პირის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის წესს.
2.ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით ნებადართულია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა „ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და „ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) საქართველოდან გატანა.
3.ფიზიკური პირის მფლობელობაში ინდივიდუალური საჭიროებისათვის არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიიდან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გატანა არგანიხილება როგორც ექსპორტი.
4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის შეძენილი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანისათვის საქართველოს საგადასახადო ორგანოებს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ გაცემული, ამ ბრძანების №2 დანართით გათვალისწინებული დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის მომზადების მიზნით ფიზიკურმა ან სხვა უფლებამოსილმა პირმა სააგენტოში უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს დანიშნულების ქვეყანა და გამგზავრების მიზანი;
ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა № IV-100/ა);
გ) ნოტარიალურად დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი;
დ ) ნოტარიალურად დამოწმებული ექიმის სერტიფიკატი;
ე ) სხვა დოკუმენტაცია, რომელსაც მოითხოვს ქვეყანა, სადაც მიემგზავრება ფიზიკური პირი.
6. დოკუმენტი ივსება ინგლისურ ენაზე.
7. დოკუმენტი არ გაიცემა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალ ფიზიკურ პირზე, რომელიც ტოვებს საქართველოს ტერიტორიას (გარდა ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისას. ასეთ შემთხვევებში სააგენტო ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად გასცემს დანართი № 2-ით გათვალისწინებულ დოკუმენტს).
8. სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღრიცხვაზეა პაციენტი, ვალდებულია გამოწეროს ნარკოტიკული საშუალებები ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებები იმ რაოდენობით, რაც ფიზიკურ პირს ესაჭიროება დანიშნულების ქვეყანაში ყოფნის პერიოდში, მაგრამ არა უმეტეს ამ ქვეყანაში დადგენილი ოდენობისა, რის შესახებაც სამედიცინო დაწესებულებას ინფორმაციას აწვდის სააგენტო. ნებადართულია ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის საქართველოში შემოტანილი, დაურეგისტრირებელი ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოწერაც.
9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა არ ვრცელდება ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის საჭირო ჩამანაცვლებელ ნარკოტიკულ საშუალებებზე. აღნიშნულ ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საქართველოდან გაიტანონ ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალების არაუმეტეს 4 დღის მარაგისა, ხოლო „მეთადონის” შემთხვევაში, არაუმეტეს 320 მგ-ისა.
10. საქართველოს საგადასახადო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-4პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფაქტობრივად გასატანი ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და შესაბამისობის შემთხვევაში აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით დაუბრუნებენ ფიზიკურ პირს.
11. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №01-78/ნ - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 08.08.2012წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 12 დეკემბრის ბრძანება №01-59/ნ - ვებგვერდი, 13.12.2018წ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №01-107/ნ- ვებგვერდი, 30.10.2019წ.
მუხლი 3. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა
1. ეს მუხლი არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის პირად მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანი სა და საქართველოდან გატანი ს წესს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროების მიზნით დასაშვებია „ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების (გარდა „ ნარკოტიკული საშუალებების შესახებ“ გაეროს 1961 წლის ერთიანი კონვენციის IV სიაში შეტანილი ნარკოტიკული საშუალებების და „ ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ“ 1971 წლის კონვენციის I სიაში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებებისა) საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა.
3.საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალი ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის მის მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში შემოტანა და საქართველოდან გატანა არ განიხილება როგორც ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ტრანზიტი.
4. ფიზიკური პირის მიერ ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოს ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყანაში გადასატანად საქართველოს საგადასახადო ორგანოებს საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება:
ა) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის ქსეროასლი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. რეცეპტში მითითებული უნდა იყოს ფიზიკური პირის სახელი, გვარი, სქესი, ასაკი, დიაგნოზი, ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების სავაჭრო და გენერიული დასახელება, წამლის დოზირებული ფორმა, ტაბლეტის, აბის, ამპულის და ა.შ. რაოდენობა, წამლის მიღების წესი და დანიშნული მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა (იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ქვეყნის რეცეპტის ფორმა არ ითვალისწინებს ზემოაღნიშნული მონაცემების შევსებას, მაშინ აღნიშნული მონაცემები შეიტანება ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში);
ბ) ინგლისურ ენაზე თარგმნილი, შესაბამისი ორგანოს მიერ იმ ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით დამოწმებული რეცეპტის გამომწერი ექიმის სერტიფიკატი, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი;
გ) რეცეპტისა და სერტიფიკატის ნამდვილობის დამადასტურებელი, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული დოკუმენტი, რომელსაც გასცემს შესაბამისად უფლებამოსილი იმ ქვეყნის ორგანო, საიდანაც მოემგზავრება ფიზიკური პირი. დოკუმენტში აღნიშნული უნდა იყოს ამ ორგანოს დასახელება, იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირი, ტელეფონი და დანიშნულების ქვეყანა.
5. საქართველოს საგადასახად ო ორგანოები აკონტროლებენ ავადმყოფის მიერ წარდგენილი საბუთების სრულყოფილებას, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებული ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობისა და რაოდენობის შესაბამისობას ფიზიკური პირის მფლობელობაში ფაქტობრივად არსებულ ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების სახეობასა და რაოდენობასთან და, შესაბამისობის შემთხვევაში, აღნიშნულ დოკუმენტს ამოწმებენ ბეჭდით, ხელმოწერით და უბრუნებენ ფიზიკურ პირს.
6. იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე – ფიზიკური პირი ვერ ტოვებს საქართველოს ტერიტორიას და ამავე დროს ამოეწურა მკურნალობისათვის საჭირო ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების მარაგი, მაშინ მისი სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფა ხორციელდება ტერიტორიული პრინციპით, დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, რისთვისაც ავადმყოფი მიმართავს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას, წარუდგენს საგადასახად ო ორგანოს მიერ დამოწმებულ დოკუმენტს, რაც თავის მხრივ ამ დაწესებულებისათვის წარმოადგენს ფიზიკური პირის აღრიცხვაზე აყვანისა და მისთვის ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების დანიშვნისა და გამოწერის საფუძველს. ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების გამოწერა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. ფიზიკურ პირს ეკრძალება ნარკოტიკული საშუალებების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერებების სხვა პირისათვის გადაცემა.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის 7 აგვისტოს ბრძანება №01-49/ნ - ვებგვერდი, 08.08.2012წ.
დანართი № 2
ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოდან გატანის დოკუმენტის ფორმა
Form of a document of possession of narcotic drugs and psychotropic substances for
a personal use by a natural person leaving Georgia
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1682425892347 {null margin: 0 auto !important; }
დოკუმენტისგაცემაზეუფლებამოსილიკომპეტენტურისამსახურისდასახელება
Name of issuingauthority
იურიდიული მისამართი
Legal address
ტ ელეფონი
Telephone
ფაქსი
Fax
ელექტრონული ფოსტა
დოკუმენტის გაცემის თარიღი
Date of issue
ინფორმაციაფიზიკურპირზე
Informationabout natural person
გვარი და სახელი
Last name, first name
სქესი
Sex
დაბადების თარიღი
Date of birth
დაბადების ადგილი
Place of birth
საცხოვრებელი ადგილი
Home address
პირადობის მოწმობის ან პასპორტის ნომერი
Number of passport or of identity card
დანიშნულების ქვეყანა
Intended country of destination
#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1682425892348 {null margin: 0 auto !important; }
ინფორმაციაექიმზე
Informationabout prescribing physician
გვარი სახელი
Last name, first name
საცხოვრებელი ადგილი
Home address
სამუშაო ადგილი(ორგანიზაციისდასახელება,იურიდიულიმისამართი,ტელეფონი,ფაქსი,ელექტრონულიფოსტა)
Place of work (name, lagal address, telephone, fax,E-mail)
ექიმის სერტიფიკატისნომერიდაგაცემისთარიღი
Number of medical licence and date of issue
სერტიფიკატის გამცემი ორგანოს დასახელება
Organ of issuing medical licence
ექიმისდანიშნულება
Prescribedmedical preparation
გამოწერილი სამკურნალო საშუალების სავაჭრო/გენერიულიდასახელება
Trade/internation name of prescribed medical preparation
წამლის ფორმა
Dosage form
სადღეღამისო დოზა
Daily dose
წამლის მიღების დღეების რაოდენობა
Duration of prescription in days
სულ გამოწერილი რაოდენობა
Total quantity of medical preparation
დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი Chief of issuing authoriry
კომპეტენტური სამსახურის ხელმძღვანელის (Signature and seal)
ხელმოწერა და ბეჭედი
საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის Customs officer
ხელმოწერა და ბეჭედი (Signature and seal)
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე