N 19043 - 26/08/2025 - „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №19043
2025 წლის 26 აგვისტო
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების:
ა) მე-4 მუხლის 71 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 72 პუნქტი:
„72. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდზე პირის მიმართ სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ჯარიმის აღიარების შემდეგ, საქმიანობის იმავე პერიოდზე განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების დაზუსტების შემთხვევაში, თუ დაზუსტებით მცირდება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხა, ძირითად ბარათზე დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება შემცირებას ავტომატურ რეჟიმში, შესაბამისი სხვაობის თანხის სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ოდენობით, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის გარეშე.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე