ბრძანება N 10580
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 10580
23 მაისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(იურ. მის.: ---) 2025 წლის 14 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 15 მაისის სხდომაზე (ოქმი №39) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) 2025 წლის 14 აპრილის №--- (კორ: №---) საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 13 მარტის №083-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტის გადაანგარიშება განხორციელდა საშუალო შეწონილი ფასით და შემცირდა დარიცხული თანხები, თუმცა მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემმოწმებელს შეეძლო საშუალო შეწონილ ფასზე დაბალი ტარიფით გადაანგარიშება, რაც გამოიწვევდა დარიცხული თანხების კიდევ შემცირებას. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24423 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 20 სექტემბრის №083-29 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 15 და 28 ოქტომბრის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საქონლის შესყიდვის ღირებულება განსაზღვროს იმავე სახეობის საქონლის შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24423 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 7 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა სულ 749 097 ლარით, მათ შორის, გადასახადი 499 398 ლარით და ჯარიმა 249 699. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 13 მარტის №083-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების შედეგად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქონლის შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით) იმავე სახეობის საქონლის შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით. შემოწმების აქტით საქონლის იმ ნაწილზე რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შეძენის დოკუმენტები 235 011 მ3 ბალასტი (ქვიშა-ხრეში) ხარჯად აღიარებული იქნა ამავე საქონლის მინიმალური შეძენის ფასი 2 ლარი, სულ ხარჯი 470 022 ლარი. ხოლო გადაანგარიშების შედეგად საქონლის შეძენის შეწონილი ფასი შეადგენს 10,5 ლარს, სულ ხარჯი 2 467 616 ლარი. შედეგად შემცირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა 1 997 594 ლარით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნაში ასახულ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქონლის შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით) იმავე სახეობის საქონლის შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით. გადაანგარიშების შედეგად საქონლის შეძენის შეწონილი ფასი შეადგენს 10,5 ლარს, სულ ხარჯი 2 467 616 ლარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დარიცხული თანხა შემცირდა სულ 749 097 ლარით. ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით: გადასახადის გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემოწმების აქტის გადაანგარიშება განხორციელდა საშუალო შეწონილი ფასით და შემცირდა დარიცხული თანხები, თუმცა მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემმოწმებელს შეეძლო საშუალო შეწონილ ფასზე დაბალი ტარიფით გადაანგარიშება, რაც გამოიწვევდა დარიცხული თანხების კიდევ შემცირებას. გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას და დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადაანგარიშების შედეგად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქონლის შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა (არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით) იმავე სახეობის საქონლის შესყიდვის დოკუმენტებში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით. შემოწმების აქტით საქონლის იმ ნაწილზე რომელზეც გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია შეძენის დოკუმენტები 235 011 მ3 ბალასტი (ქვიშა-ხრეში) ხარჯად აღიარებული იქნა ამავე საქონლის მინიმალური შეძენის ფასი 2 ლარი, სულ ხარჯი 470 022 ლარი. ხოლო გადაანგარიშების შედეგად საქონლის შეძენის შეწონილი ფასი შეადგენს 10,5 ლარს, სულ ხარჯი 2 467 616 ლარი. შედეგად შემცირდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა 1 997 594 ლარით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 2 1.