ბრძანება N 23178
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23178
30 ოქტომბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ს“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2024 წლის 24 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 29 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №115) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2024 წლის 24 ოქტომბრის №92545/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 25 სექტემბრის №007-235 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. განმარტავს, რომ იგი წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადამხდელს, რომელიც მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და უნდა გათავისუფლდეს დარიცხული სანქციისგან.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 მაისის №9515 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით და მისი მონაწილეობით, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №17287/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხები, მათ შორის გამოითხოვოს საგამოძიებო სამსახურში არსებული ინფორმაცია და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 2 მაისის №9515 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 19 სექტემბერს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების 30 ოქტომბერი 2024 N 23178 გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 614 379 ლარი, მათ შორის, გადასახადი 409 272 ლარი და ჯარიმა 205 107 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 25 სექტემბრის №007-235 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
სადავო საკითხის შესწავლის მიზნით საგამოძიებო ორგანოებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის სსიპ ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის დასკვნა და საგამოძიებო ორგანოების ხელთ არსებული სხვა მასალები. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იქნა დამატებით განცხადებები და ინფორმაცია/დოკუმენტაცია. გამოთხოვილი დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზის შედეგად, დამატებით გამოვლენილი ახალი გარემოების საფუძველზე, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემცირდა/დაკორექტირდა აქტით დარიცხული დღგ-ით დასაბეგრი თანხის პერიოდი (2018 წლის ივნისი) და ოდენობა.
მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/გამოკვლევის, განხორციელებული ოპერაციის შეფასებისა და კვალიფიკაციის განსაზღვრის შედეგად გამოვლენილი ცვლილების გათვალისწინებით, ასევე იმ მტკიცებულების წარმოდგენის შედეგად (სასამართლო დავა), რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ არსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (ეა----) შესაბამისი მომსახურების ანაზღაურება საწარმოს არ მიუღია, აღნიშნულმა გამოიწვია კორექტირება აქტით დარიცხული ფულადი საშუალების ნაწილში და შემცირებას დაექვემდებარა 2019 წლის აგვისტოს თვეში ფულადი საშუალების ანგარიშვალდებლ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხულის თანხები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხი რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მხარეთა არგუმენტაციის, წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/გამოკვლევის, განხორციელებული ოპერაციის შეფასებისა და კვალიფიკაციის განსაზღვრის შედეგად გამოვლენილი ცვლილების გათვალისწინებით, ასევე იმ მტკიცებულების წარმოდგენის შედეგად (სასამართლო დავა), რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ არსებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისი მომსახურების ანაზღაურება საწარმოს არ მიუღია, აღნიშნულმა გამოიწვია კორექტირება აქტით დარიცხული ფულადი საშუალების ნაწილში და შემცირებას დაექვემდებარა 2019 წლის აგვისტოს თვეში ფულადი საშუალების ანგარიშვალდებლ პირზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძვლით დარიცხულის თანხები.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 2 1.