ბრძანება N 23737
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 23737
28 ოქტომბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“-ის (ს/ნ -------------------)
(მის.: -------------------------------------- )
2025 წლის პირველი აგვისტოს საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ -------------------) №-------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 4 ივლისის №081-169 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადამხდელი განმარტავს, რომ კომპანია წარმოადგენს მეოთხე კატეგორიის საწარმოს და სარასზე ხდება მხოლოდ ტექნიკურად მონაცემების შეყვანა, არ საჭიროებს დამატებით რაიმე სახის აუდიტორულ შემოწმებას და წარდგენილი ანგარიშგების სისწორის შემოწმება არ ხდება არც ერთი სახელმწიფო ორგანოს მიერ. შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისთვის მისი გამოყენება მიზანშეუწონელია. თუ სარასზე არასწორი ინფორმაციაა ატვირთული ეს ვერ გახდება საგადასახადო ვალდებულებების დარიცხვის საფუძველი, ვინაიდან აღრიცხვა და ანგარიშგება, ასევე საგადასახადო ნაწილში დეკლარირება მათ მიერ ხდება ბუღალტრული აღრიცხვის მიხედვით. მათ მიერ ყოველი წლის ბოლოს ხდება დებიტორული და კრედიტორული დავალიანების შედარება. აღნიშნულის შესაბამისად კორექტირდება ბუღალტრული მონაცემები. არ არის გამორიცხული, რომ 2021 წლის ბოლოსთვის შედარების შედეგად დაგვიანდა კონკრეტულ ობიექტებთან შედარება, რაც შემდგომ გასწორდა ბუღალტრულ პროგრამაში, მაგრამ არ იქნა ასახული სარასზე წარდგენილ ანგარიშგების ნაწილში.
2022 წლის საწყისი ბუღალტრული დებიტორული დავალიანების ნაშთი სწორია და სარასზე არსებული ინფორმაცია შეცდომითაა დაფიქსირებული, რაც დასტურდება გადახდილი თანხების შესახებ მეორე მხარის მიერ დადასტურებული შედარების აქტებით. გადამხდელი ითხოვს აღნიშნულის გათვალისიწინებას და დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2038 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“-ის (ს/ნ -------------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 4 ივლისის №15170 ბრძანება და იმავე თარიღის №081-169 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 85 879 ლარი, მათ შორის, გადასახადი 40 322 ლარი, ჯარიმა 20 160 ლარი და საურავი 25 397 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს საქმიანობის სახეს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა პარფიუმერიით და კოსმეტიკით. საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდზე აწარმოებდა ბუღალტრულ პროგრამას, შესაბამისად წარმოადგინა აღნიშნულ პერიოდზე ბუღალტრული მონაცემები, (მათ შორის საწყის და საბოლოო ნაშთებზე ინფორმაცია). შემოწმებამ, ასევე იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით და გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე სარასზე წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სმფ-ს ნაშთი შეადგენს 661 187 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება 324 118 ლარს. იმავე პერიოდისათვის ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით სმფ-ს ნაშთი შეადგენს 669 947 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება 146 214 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეონით წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოშობილი გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 425 470 ლარს, ბუღალტრული დოკუმენტაციით კი 256 325 ლარს. მათ შორის სხვაობის 169 145 ლარის საწარმოში დაბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
შემოწმებით, შედეგად ფულადი სხვაობა 169 145 ლარი ჩაითვალა მოგების განაწილებად, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, განაწილებული მოგება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 43-ე ნაწილის თანახმად, წმინდა მოგება არის მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სმფ-ს ნაშთი შეადგენს 661 187 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება 324 118 ლარს. იმავე პერიოდისათვის ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით სმფ-ს ნაშთი შეადგენს 669 947 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება 146 214 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეონით წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოშობილი გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 425 470 ლარს, ბუღალტრული დოკუმენტაციით კი 256 325 ლარს. მათ შორის სხვაობის 169 145 ლარის საწარმოში დაბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, ფულადი სხვაობა 169 145 ლარი ჩაითვალა მოგების განაწილებად.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომლის თანახმად, 2022 წლის საწყისი ბუღალტრული დებიტორული დავალიანების ნაშთი სწორია და სარასზე არსებული ინფორმაცია შეცდომითაა დაფიქსირებული, რაც დასტურდება გადახდილი თანხების შესახებ მეორე მხარის მიერ დადასტურებული შედარების აქტებით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“-ის (ს/ნ -------------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს, საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ითხოვს დარიცხული თანხების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №2038 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე ედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №15170 ბრძანება და №081-169 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 85 879 ლარი, მათ შორის, გადასახადი 40 322 ლარი, ჯარიმა 20 160 ლარი და საურავი 25 397 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა,რომ საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის მიხედვით დგინდება, რომ გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდზე აწარმოებდა ბუღალტრულ პროგრამას, შესაბამისად წარმოადგინა აღნიშნულ პერიოდზე ბუღალტრული მონაცემები, (მათ შორის საწყის და საბოლოო ნაშთებზე ინფორმაცია). შემოწმებამ, ასევე იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით და გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნულ საანგარიშო პერიოდებზე სარასზე წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგებებით, რის მიხედვითაც დადგინდა, რომ საანგარიშო პერიოდის დასაწყისისათვის 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით სმფ-ს ნაშთი შეადგენს 661 187 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება 324 118 ლარს. იმავე პერიოდისათვის ბუღალტრული დოკუმენტაციის მიხედვით სმფ-ს ნაშთი შეადგენს 669 947 ლარს, ხოლო დებიტორული დავალიანება 146 214 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე ფინანსური ანგარიშგების მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრის მდგომარეონით წინა საანგარიშო პერიოდებში წარმოშობილი გაუნაწილებელი მოგება შეადგენს 425 470 ლარს, ბუღალტრული დოკუმენტაციით კი 256 325 ლარს. მათ შორის სხვაობის 169 145 ლარის საწარმოში დაბრუნების ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის.
შემოწმებით, შედეგად ფულადი სხვაობა 169 145 ლარი ჩაითვალა მოგების განაწილებად, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 981(1); 130(1); 154(1 „ზ“);