ბრძანება N 21253

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 30.08.2023
№ დოკუმენტი 21253
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 21253

30 აგვისტო 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის: ---) 2023 წლის 2 აგვისტოს

საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურში განსახილველად წარმოდგენილია შპს „---ს“ (ს/ნ ---) №132381/01 და N132377/01 საჩივრები, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N011-9443, 20 ივლისის №011-9746 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმებსა და 2023 წლის 28 ივლისის N011-9746/2, N011-9443/3 ბრძანებებს. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი N88).

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №18053 და N18054 ბრძანებების აღსრულების მიზნით მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს. კერძოდ, მომჩივანი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია ტექნიკური ხარვეზით და ითხოვს ოქმებისა და ბრძანებების გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №18053 და N18054 ბრძანებებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები. კერძოდ, მომსახურების დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა სადავო ოქმებით დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

მომსახურების დეპარტამენტის მიერ გადაანგარიშება არ განხორციელდა შემდეგი გარემოებებიდან გამომდინარე: შემოსავლების სამსახურის 25 ივლისის №18053 და N18054 ბრძანებებისა და 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, შპს „---ს“ (ს/ნ ---) უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N011-9443 და 20 ივლისის №011-9746 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან პირს ოქმების შედგენისა და ასევე მომსახურების დეპარტამენტის მიერ N011-9746/1 და N011-9443/2 გადაწყვეტილებების მიღების თარიღისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა N011-9746/2, N011-9443/3 ბრძანებების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პირი არ აკმაყოფილებდა 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კრიტერიუმებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №18053 და N18054 ბრძანებების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს. ამდენად, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები N011-9443 და №011-9746 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმები მომჩივნის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში (2023 წლის 20 ივლისის N82473/1/2023, N82474/1/2023 საჩივრები). საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №18053 და N18054 ბრძანებებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, შემოსავლების სამსახური არ არის უფლებამოსილი აღნიშნულ ნაწილში განიხილოს საჩივრები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ---) საჩივრები N011-9443 და №011-9746 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების ნაწილში დარჩეს განუხილველი;

2. საჩივრები დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №18053 და N18054 ბრძანებების აღსრულების მიზნით მომსახურების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 25 ივლისის №18053 და N18054 ბრძანებებისა და 2022 წლის 11 აპრილის N9021 ბრძანების დანართი N2-ის პირველი პუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, გადამხდელს უარი ეთქვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 18 ივლისის N011-9443 და 20 ივლისის №011-9746 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმების საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებაზე, ვინაიდან პირს ოქმების შედგენისა და ასევე მომსახურების დეპარტამენტის მიერ N011-9746/1 და N011-9443/2 გადაწყვეტილებების მიღების თარიღისათვის პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 25 ივლისის №18053 და N18054 ბრძანებების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (6); 304 (21); 301 (ზ).