N 30814 - 07/12/2022 - „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №30814
2022 წლის 7 დეკემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებულ დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდურ მითითებაში განხორციელდეს შემდეგი ცვლილებები:
ა) 21-ე მუხლს დაემატოს „92“ პუნქტი შემდეგი შინაარსით:
„92. „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიმწოდებლის (გამყიდველის) საგადასახადო შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაუქმების ან/და მიმღებისთვის (მყიდველისთვის) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაუქმების (აღდგენის) შემთხვევაში, მიმღების (მყიდველი) მიერ შემოსავლების სამსახურისთვის მიმართვისას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის სათანადო კორექტირება ხორციელდება საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი უფლებამოსილი პირის დასკვნის/გადაწყვეტილების საფუძველზე.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის (გამყიდველის) სასარგებლოდ გადახდილი თანხა აღემატება საგადასახადო ანგარიშფაქტურაში ასახულ დღგ-ის თანხას, მიმღების (მყიდველის) პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება მხოლოდ შესაბამის საგადასახადო ანგარიშფაქტურაში ასახული დღგ-ის ოდენობის თანხა.“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
ლევან კაკავა
სამსახურის უფროსი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე