ბრძანება N 27014

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.11.2023
№ დოკუმენტი 27014
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27014

01 .12. 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------“ (ს/ნ ---------------)

(ფაქტ. მის.: -------------------)

(იურ. მის.: --------------------)

2023 წლის 8 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №112) განიხილა შპს „------“ (ს/ნ ---------------) №83965/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 6 ოქტომბრის ID:13456313 გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება დავალიანების ჩამოწერაზე უარის თქმის თაობაზე ეწინააღამდეგება საგადასახადო კანონმდებლობას. ითხოვს მის გაუქმებას და დავალიანების ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის საფუძველზე. გადამხდელი აღნიშნავს, რომ დავალიანება რომელიც 2013 წლის შემდგომ არის წარმოშობილი, ეხება 2013 წლამდე საანგარიშო პერიოდს და შესაბამისი სავადო თარიღის გათვალისწინებით უნდა მოხდეს მისი ჩამოწერა.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს „------“ (ს/ნ ---------------) პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დგინდება, რომ გადამხდელს 01.01.2013 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება, სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 1 197.58 ლარს.

გადამხდელთან 13.06.2014 - 27.10.2014 წ ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა პერიოდი 01.01.2008 - 01.04.2014 წლები. შემოწმების აქტით თანხები დამატებით დარიცხულია 2014 წლის 3 ნოემბერს და გამოცემულია №001–96 საგადასახადო მოთხოვნა. შემოწმების აქტით არ ფიქსირდება 2013 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიღებული შემოსავალი და შესაბამისად, ძირითადი გადასახადების დარიცხვა 01.01.2013 წლის სავადო თარიღის შემდეგ, გარდა ქონების გადასახადისა.

შემოწმების აქტით გადასახადები დარიცხულია გადასახადის გადახდის შესაბამისი სავადო თარიღების მიხედვით. №001–96 საგადასახადო მოთხოვნით სულ დარიცხულია 566 292,26 ლარი, მათ შორის ძირითადი 219 606 ლარი, ჯარიმა 103 031 ლარი და საურავი 243 655,26 ლარი. 01.01.2013 წლის შემდეგ, 09.10.2017 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით დარიცხულია ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. 01.01.2013 წლიდან დღემდე გადახდილია 0.48 ლარი.

შპს „------“ (ს/ნ ---------------) ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტის შესაბამისად დავალიანების ჩამოწერის პირობებს. დავალიანების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად ვერ განხორციელდა, ვინაიდან პირს 01.01.2013 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხებოდა.

აღნიშნულის შესახებ შპს „------“ (ს/ნ ---------------) პასუხი ეცნობა 2023 წლის 6 ოქტომბრის ID:13456313 გადაწყვეტილებით, რომელიც ჩაბარდა იმავე დღეს.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37- ნაწილის „ა1 “თანახმად, ამ კოდექსის 252- ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:

ა1) აღიარებული, 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება).

გადამხდელის მიერ საჩივარში მოყვანილ არგუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის - 01.01.2008 - 01.04.2014 წ. საგადასახადო ვალდებულებებზე საგადასახადო დავალიანება წარმოიშვა 2013 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „------“ (ს/ნ ---------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილების გაუქმებას და დავალიანების ჩამოწერას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მომჩივანის პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დგინდება, რომ გადამხდელს 01.01.2013 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხება.

გადამხდელთან 13.06.2014 - 27.10.2014 წ ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, რომელმაც მოიცვა პერიოდი 01.01.2008 - 01.04.2014 წლები. შემოწმების აქტით თანხები დამატებით დარიცხულია 2014 წლის 3 ნოემბერს და გამოცემულია №001–96 საგადასახადო მოთხოვნა. შემოწმების აქტით არ ფიქსირდება 2013 წლის 1 იანვრის შემდგომ პერიოდში მიღებული შემოსავალი და შესაბამისად, ძირითადი გადასახადების დარიცხვა 01.01.2013 წლის სავადო თარიღის შემდეგ, გარდა ქონების გადასახადისა.შემოწმების აქტით გადასახადები დარიცხულია გადასახადის გადახდის შესაბამისი სავადო თარიღების მიხედვით. ასევე 01.01.2013 წლის შემდეგ, 09.10.2017 წელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით დარიცხულია ჯარიმა .

დავალიანების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1“ ქვეპუნქტის თანახმად ვერ განხორციელდა, ვინაიდან პირს 01.01.2013 წლის მდგომარეობით დავალიანება არ ერიცხებოდა.

აღნიშნულის შესახებ მომჩივანს პასუხი ეცნობა გადაწყვეტილებით, რომელიც ჩაბარდა იმავე დღეს.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 279(1); 309(37 „ა1 “);