გადაწყვეტილება №21197/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21197/2/2023
26 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 31.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21197/2/2023).
დავის საგანი:
1. ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის გაუთვალისწინებლობა;
2. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
3. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
4. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-689 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9641 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 206 724 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 106 022
დღგ - 51 263
მოგების გადასახადი - 8 622
საშემოსავლო გადასახადი - 27 973
ქონების გადასახადი - 18 164
ჯარიმა - 60 341
საურავი - 40 361
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა 29.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33728 ბრძანება და №006-689 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9641 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.
ამავე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9641 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.05.2023 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა უქმე დღის გათვალისწინებით იყო 2023 წლის 5 ივნისი (4 ივნისი - კვირა). დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2023 წლის 27 ოქტომბერს შემოსავლების სამსახურის მეშვეობით, კერძოდ, საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 2023 წლის 27 ოქტომბერს ელექტრონულად, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნული საჩივარი დავების განხილვის საბჭოში კუთვნილებისამებრ №109757-21-04 წერილით გამოგზავნილია 2023 წლის 31 ოქტომბერს.
გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე ე.წ. ელექტრონულ პორტალზე კომუნიკაციის შემთხვევაში მომჩივანი სარგებლობს ელექტრონული ფორმით კომუნიკაციისას გამოსაყენებელი სახელწოდებითა და პაროლით, რომელიც უნიკალურია და ცნობილია მხოლოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის. შესაბამისად, კომპანიის დირექტორის უფლებაა განსაზღვროს აღნიშნული სახელწოდებითა და პაროლით მოსარგებლე უფლებამოსილი პირების წრე და უზრუნველყოს პორტალის არასანქცირებული გამოყენებისაგან დაცვა. ეს მისი რისკია და აღნიშნული მას არ ათავისუფლებს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებებისაგან.
მომჩივნის არგუმენტი, რომ სადავო აქტს (შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9641 ბრძანება) ელექტრონულ გვერდზე გაეცნო შესაბამისი კომპეტენციის/კვალიფიკაციის არ მქონე პირი, საბჭო ვერ მიიჩნევს გასაჩივრების ვადის აღდგენის საფუძვლად, ვინაიდან სადავო აქტების გაცნობა ფიქსირდება გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე, რომელზე წვდომაც წესით მხოლოდ გადასახადის გადამხდელს აქვს, ხოლო თუ მან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე წვდომის უფლება სხვა პირს მიანდო, ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგებზე პასუხისმგებელი მხოლოდ გადასახადის გადამხდელია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
დავის საგანს წარმოადგენს
1. ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის გაუთვალისწინებლობა;
2. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
3. საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
4. ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება;
5. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.05.2023 წლის №9641 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან, დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი ვერ წარმოადგენს არგუმენტებს/მტკიცებულებებს გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301-ე