ბრძანება N 18864

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.08.2025
№ დოკუმენტი 18921
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

N 18864

25 აგვისტო 2025

ბრძანება

ი/მ "-------" (ს/ნ "-------")

(მის.: "-------" )

2025 წლის 24 ივლისის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") 2025 წლის 24 ივლისის №97079/1/2025 და №570020 (რეგ. №117525/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3035 ბრძანების აღსრულების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3035 ბრძანების აღსრულებას.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 5 ივლისის №16013 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 6 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 24 დეკემბრის №27116 ბრძანება და ამავე თარიღის №056-78 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 164 047 ლარი, მათ შორის, გადასახადი 571 208 ლარი, ჯარიმა 267 205 ლარი, საურავი 325 634 ლარი.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელის მიერ 2025 წლის 20 იანვარს და 5 თებერვალს წარდგენილ იქნა საჩივრები, რომლებიც შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3035 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

„1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დადგენილი ფასნამატის მიხედვით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაზე დაყრდნობით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3035 ბრძანება არ არის აღსრულებული, კერძოდ, არ არის შედგენილი დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, არ არის გამოცემული თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ ბრძანება და კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების არსებობის თაობაზე.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლზე, რომლის თანახმად:

2. დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

3. მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3035 ბრძანების აღსრულება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე და მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ი/მ "-------"-ის (ს/ნ "-------") საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3035 ბრძანების აღსრულება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3035 ბრძანების აღსრულებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ტანსაცმლით.როგორც სასაქონლო ზედნადებებში, ასევე პროგრამაში შეუძლებელია შეძენილი და რეალიზებული პროდუქციის დაკავშირება .ჩაითვალა, რომ გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი შეადგენს ნულ ლარს. შედეგად, გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

ვინაიდან მეწარმის დოკუმენტებით შეუძლებელი იყო ფასნამატის განსაზღვრა,შემოსავლების დადგენის მიზნით გამოყენებულია მსგავსი საქმიანობის მქონე აუდირებული გადამხდელის დოკუმენტური, საბითუმო რეალიზაციის ფასნამატები. ამასთან, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული, დამატებით მიღებული შემოსავლით გაიზარდა გადამხდელის ერთობლივი შემოსავალი. შესაბამისად,სსკ-ის 160-ე და მე-80 მუხლების საფუძველზე გადამხდელს დაერიცხა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს მომჩივანის საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3035 ბრძანების აღსრულება.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

306.