ბრძანება N 24875
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24875
12 ნოემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ----------)
(იურ. მის.: ----------)
2025 წლის 12 სექტემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №90) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2025 წლის 12 სექტემბრის №143721/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 აგვისტოს №083-31 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების შედეგად შემოწმების მიერ განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით მომჩივანი აცხადებს, რომ შემოწმებამ სრულყოფილად არ მოახდინა დარიცხული თანხების გადაანგარიშება და მის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამა უკვე იძლევა იმის საშუალებას, რომ კომპანიის შემოსავლები და ხარჯები გაანგარიშდეს პირდაპირი მეთოდით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13480 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 2 მაისის №083-14 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 30 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ შესამოწმებელი პერიოდის საბუღალტრო პროგრამის ასლი სრულად);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. დავის წარმოების პროცესში წარმოდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განახორციელოს განკარგვადი თანხის საწარმოს დამფუძნებელზე განაწილებულ დივიდენდად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 ივნისის №13480 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2025 წლის 7 აგვისტოს დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 41 863 ლარით, მ.შ. გადასახადი 27 906 ლარი და ჯარიმა 13 957 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 14 აგვისტოს №083-31 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმების მიერ მოხდა ახლად წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი და შედარება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან, რის შედეგადაც 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულმა თანხებმა განიცადა კორექტირება (შემცირება). ამასთან, რიგი კატეგორიების საქონლის მიმართ ფასნამატი გადაანგარიშების შედეგად შემცირდა, ხოლო რიგ შემთხვევებში გაიზარდა, ასევე პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დადგენილი საშუალო ფასნამატის მაჩვენებელიც. ჯამურად აქტით დარიცხული თანხები 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე შემცირდა სულ 41 863 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია და შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 41 863 ლარით. კერძოდ, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე, რიგი კატეგორიის საქონლის მიმართ ფასნამატი გადაანგარიშების შედეგად შემცირდა, ხოლო რიგ შემთხვევებში გაიზარდა, ასევე პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დადგენილი საშუალო ფასნამატის მაჩვენებელიც.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ახლად წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში, შეძენისა და რეალიზაციის ამსახველ დოკუმენტაციაში რიგ შემთხვევებში იყო უზუტობები, როგორც რაოდენობრივ ასევე სახეობრივ ნაწილში. გარდა იმ გარემოებისა, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა პირდაპირი მეთოდის გამოყენების თაობაზე სცდება განსახილველი აღსრულების ფარგლებს, აღნიშნული მოთხოვნა სრულიად დაუსაბუთებელია იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილ პროგრამაში ასახული საქონლის საბოლოო ნაშთი ბევრად მეტი იყო ინვენტარიზაციის მასალებში იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ნაშთზე, რაც პირდაპირ ცალსახად გამორიცხავს პირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას მოცემული ბუღალტერიის საფუძველზე. ამასთან, წარმოდგენილ პროგრამაში შეყვანილი მონაცემების ანალიზის შედეგად განხორციელდა უფრო მეტი საქონლის შეძენისა და რეალიზაციის დაკავშირება, რამაც გამოიწვია რიგი კატეგორიის საქონელზე დადგენილი ფასნამატების კორექტირება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმადაც, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია და შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა შემცირებას სულ 41 863 ლარით. კერძოდ, 2022-2023 წლების საანგარიშო პერიოდებზე, რიგი კატეგორიის საქონლის მიმართ ფასნამატი გადაანგარიშების შედეგად შემცირდა, ხოლო რიგ შემთხვევებში გაიზარდა, ასევე პერიოდების მიხედვით დაკორექტირდა (შემცირდა) აქტით დადგენილი საშუალო ფასნამატის მაჩვენებელიც. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ახლად წარდგენილ საბუღალტრო პროგრამაში, შეძენისა და რეალიზაციის ამსახველ დოკუმენტაციაში რიგ შემთხვევებში იყო უზუტობები, როგორც რაოდენობრივ ასევე სახეობრივ ნაწილში. გარდა იმ გარემოებისა, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა პირდაპირი მეთოდის გამოყენების თაობაზე სცდება განსახილველი აღსრულების ფარგლებს, აღნიშნული მოთხოვნა სრულიად დაუსაბუთებელია იმ პირობებში, როდესაც წარმოდგენილ პროგრამაში ასახული საქონლის საბოლოო ნაშთი ბევრად მეტი იყო ინვენტარიზაციის მასალებში იმავე პერიოდში დაფიქსირებულ ნაშთზე, რაც პირდაპირ ცალსახად გამორიცხავს პირდაპირი მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას მოცემული ბუღალტერიის საფუძველზე. ამასთან, წარმოდგენილ პროგრამაში შეყვანილი მონაცემების ანალიზის შედეგად განხორციელდა უფრო მეტი საქონლის შეძენისა და რეალიზაციის დაკავშირება, რამაც გამოიწვია რიგი კატეგორიის საქონელზე დადგენილი ფასნამატების კორექტირება.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 304(21).