ბრძანება N 24262
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24262
15 ნოემბერი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ა(ა)იპ „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2024 წლის 23 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №119) განიხილა ა(ა)იპ „-------“ (ს/ნ -------) 2024 წლის 23 ოქტომბრის №92500/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 სექტემბრის ID:------- შესაგებელთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ზედმეტობის დაბრუნებას. განმარტავს, რომ ზედმეტობა ერიცხება საინკასო დავალებით ზედმეტად/ასაწორად ჩამოჭრილი თანხის გამო. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მ.შ. საბანკო ამონაწერები. გადამხდელს საჩივრის დანართად წარმოდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად შეისწავლა ა(ა)იპ „-------“ (ს/ნ -------) მიერ 2024 წლის 30 აგვისტოს წარდგენილი მოთხოვნა (ID: -------) ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 11 სექტემბერს (ID: -------) დაუდგინდა ხარვეზი. სახეზე იყო „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძველი კერძოდ:
„-წარმოსადგენია ეკონომიკური საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილების მფლობელობის სამართლებრივი ფორმის შესახებ (საკუთრება, იჯარა ქირა და სხვა) ინფორმაცია და სათანადო ფორმის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია, ხელფასების გაცემის საკითხი, გადამხდელის მოთხოვნის წარმოდგენის თარიღისთვის დებიტორ-კრედიტორების, ძირითადი საშუალებების შესახებ მონაცემები;
-წარმოსადგენია 2024 წლის მარტის და აპრილის ყოველთვიური საშემოსავლო და მოგების დეკლარაციები.
–აგრეთვე, ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ წარმოადგინოთ 2024(03)-2024(08) წლების საბანკო ამონაწერი ყველა ანგარიშიდან, ასევე, იმავე პერიოდის ელექტრონული საფულის ამონაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)“.
დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვაანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი (წარდგენილ იქნა №------- შესაგებელი), ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა სრულყოფილად გამოსწორებული დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, არ იქნა წარდგენილი განმარტება სრულყოფილად ხარვეზით დადგენილ საკითხებზე, ასევე არ იქნა წარდგენილი საბანკო ამონაწერები სრულყოფილად ყველა საბანკო ანგარიშიდან.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელიც წარმოიშვა საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალებით გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშიდან გადასახადის ან/და საგადასახადო სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის არასწორად ჩამოწერის, მათ შორის, ორი ან რამდენიმე საბანკო დაწესებულების მიერ საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალების ერთდროულად შესრულების შედეგად, გადასახადის გადამხდელს უბრუნდება საგადასახადო ორგანოსათვის განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 15 დღისა.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ გადასახადის გადამხდელმა ხარვეზი არ გამოასწორა საგადასახადო ორგანოს მიერ დადგენილ ვადაში
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, გადამხდელი განმარტავს, რომ აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, მ.შ. საბანკო ამონაწერები.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე უფიქსირდება ზედმეტად გადახდილი გადასახადი 1 438.60 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს დადგენილი წესით წარუდგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ა(ა)იპ „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს დადგენილი წესით წარუდგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი ითხოვს ზედმეტობის დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა მომჩივანის მიერ წარდგენილი მოთხოვნა ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.
აუდიტის დეპარტამენტმა დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ:
„-წარმოსადგენია ეკონომიკური საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილების მფლობელობის სამართლებრივი ფორმის შესახებ (საკუთრება, იჯარა ქირა და სხვა) ინფორმაცია და სათანადო ფორმის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია, ხელფასების გაცემის საკითხი, გადამხდელის მოთხოვნის წარმოდგენის თარიღისთვის დებიტორ-კრედიტორების, ძირითადი საშუალებების შესახებ მონაცემები;
-წარმოსადგენია 2024 წლის მარტის და აპრილის ყოველთვიური საშემოსავლო და მოგების დეკლარაციები.
–აგრეთვე, ყოველივე ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ წარმოადგინოთ 2024(03)-2024(08) წლების საბანკო ამონაწერი ყველა ანგარიშიდან, ასევე, იმავე პერიოდის ელექტრონული საფულის ამონაწერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)“.
დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განისაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელს ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა სრულყოფილად გამოსწორებული დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, არ იქნა წარდგენილი განმარტება სრულყოფილად ხარვეზით დადგენილ საკითხებზე, ასევე არ იქნა წარდგენილი საბანკო ამონაწერები სრულყოფილად ყველა საბანკო ანგარიშიდან.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს დადგენილი წესით წარუდგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გადასახადის გადამხდელისთვის დაბრუნება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 63(1)