ბრძანება N 526
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 526
23 იანვარი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2025 წლის 5 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 5 იანვრის №93591/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 დეკემბრის №232-7 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ დავის წარმოების ეტაპზე წარდგენილი იქნა ობიექტების მიხედვით მასალების ჩამოწერის აქტები, რომელთა შესყიდვაც დოკუმენტურად დადასტურებულია, ასევე წარდგენილი იქნა მივლინების ბრძანებები და სამივლინებო ანგარიშები, გარდა ამისა, პროგრამულად აღრიცხული იქნა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები. აღნიშნული წარმოადგენს ძირითადად შეძენილ მასალებს, რომელზედაც არ იქნა გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, თუმცა ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები თითოეული პროექტის ჭრილში დასტურდება სახელშეკრულებო პირობებითა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციით. გადამხდელი აღნიშნავს, რომ შემმოწმებლისთვის ასევე წარდგენილი იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისი, სადაც სრულად არის აღრიცხული ყველა ტრანზაქცია, მათ შორის სასაქონლო ზედნადებებით განხორციელებული შესყიდვის ოპერაციები. გარდა ამისა, აღრიცხულია დამკვეთებისა და ლოკაციების ჭრილში მასალების მოძრაობა, ხარჯი კი აღიარებულია თითოეული დამკეთის ჭრილში, რაც იძლევა სრულ ინფორმაციას მასალების მოძრაობასთან/ხარჯვასთან დაკავშირებით. შემმოწმებლის მიერ გამოყენებული არაპირდაპირი მეთოდი მოცემულ ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, არ არის გონივრული, უფრო მეტიც, შემმოწმებელი არის სუბიექტური, რითაც ზიანს აყენებს კერძო პირის სამართლებრივ ინტერესებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელს მიაჩნია, რომ დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული და სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამასთან, გადამხდელი საჩივარში მიუთითებს გარკვეულ გაანგარიშებებზე, ასევე თანდართული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 აპრილის №9156 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „----------“ (ს/ნ ---------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით დღგ-ში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება;
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება; 4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხი შეისწავლოს „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანების შესაბამისად და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 19 აპრილის №9156 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 13 ნოემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად, შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 13 455 ლარი, მათ შორის, გადასახადი 13 229 ლარი, ჯარიმა 226 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 6 დეკემბრის №232-7 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, კერძოდ: შემოწმების პროცესში გადამხდელის წარმომადგენელთან კომუნიკაციით და მის მიერ წერილობით წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა საბუღალტრო ჩანაწერებს და არ გააჩნდა საბუღალტრო პროგრამა, ასევე არ გააჩნდა სრულად დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებები, შესაბამისად, ვერ დადგინდა შესრულებული სამუშაოების რეალური მოცულობა და ღირებულება. დავის პროცესში გადამხდელის მიერ იქნა განმარტებული, რომ მიუხედავად იმისა, რომ შემოწმების პროცესში არ ჰქონდა საბუღალტრო აღრიცხვა, ის შედგენილ იქნა შემოწმების დასრულების შემდეგ პერიოდში. გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საბუღალტრო პროგრამა ორისი და დამატებით ხელშეკრულებების მიხედვით ხარჯთაღრიცხვები, რომელთა ღირებულება განსხვავდება შემოწმების დროს წარმოდგენილ იმავე მომსახურების ხელშეკრულების თანმხლებ ხარჯთაღრიცხვისაგან. ამასთანავე, შემოწმების მიერ ხარჯად ჩათვლილია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე რაიმე განსხვავებული ინფორმაცია ვერ იქნა წარმოდგენილი, რასაც შეიძლებოდა არსებითი გავლენა მოეხდინა დარიცხვის შედეგებზე. ამასთანავე, არსებული სასაქონლო ზედნადებების დასრულების მისამართების მიხედვით, გადამხდელს სამშენებლო მასალები ტრანსპორტირებული აქვს ბევრად მეტ მისამართზე (86 მისამართი), ვიდრე გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილ საბუღალტრო ჩანაწერებსა და ხელშეკრულებებშია
(29 ხელშეკრულება) აღრიცხული, რაც იმის საფუძველია, რომ გადამხდელს ამ პერიოდისათვისაც არ აქვს სრულყოფილი აღრიცხვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომელიც გადაანგარიშების პროცესში შემოწმებისათვის არ იყო ცნობილი და შეცვლიდა დარიცხვის გარემოებებს. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება აღნიშნულ სადავო საკითხში არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, ვინაიდან პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგები დარჩა უცვლელი და გადამხდელის მიერ ვერ იქნა შესაბამისი ინფორმაცია/დოკუმენტაცია წარმოდგენილი, რითაც ახალი გარემოებები გამოიკვეთებოდა, ფულის ნაშთის ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელდა.
გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, გათვალისწინებულ იქნა „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე 2023 წლის 14 დეკემბრის №31614 ბრძანება, რის საფუძველზეც დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და დაუდასტურებელი ფაქტურები. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის შესაბამისი კორექტირება.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, დადგინდა, რომ გადამხდელი არ აწარმოებდა საბუღალტრო ჩანაწერებს და არ გააჩნდა საბუღალტრო პროგრამა, ასევე არ გააჩნდა სრულად დამკვეთებთან დადებული ხელშეკრულებები, შესაბამისად, ვერ დადგინდა შესრულებული სამუშაოების რეალური მოცულობა და ღირებულება. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა ორისის და დამატებით ხელშეკრულებების მიხედვით, ხარჯთაღრიცხვების ღირებულება განსხვავდება შემოწმების დროს წარმოდგენილ იმავე მომსახურების ხელშეკრულების თანმხლები ხარჯთაღრიცხვისაგან. ამასთანავე, შემოწმების მიერ ხარჯად ჩათვლილია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ხოლო გადაანგარიშების ეტაპზე რაიმე განსხვავებული ინფორმაცია ვერ იქნა წარმოდგენილი, ამასთანავე, არსებული სასაქონლო ზედნადებების დასრულების მისამართების მიხედვით, გადამხდელს სამშენებლო მასალები ტრანსპორტირებული აქვს ბევრად მეტ მისამართზე, ვიდრე გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილ საბუღალტრო ჩანაწერებსა და ხელშეკრულებებშია აღრიცხული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.
რაც შეეხება დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს, გადაანგარიშების ეტაპზე შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია და არგუმენტები, გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი ინსტრუქცია რის საფუძველზეც დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და დაუდასტურებელი ფაქტურები. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის შესაბამისი კორექტირება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ არსებული სასაქონლო ზედნადებების დასრულების მისამართების მიხედვით, გადამხდელს სამშენებლო მასალები ტრანსპორტირებული აქვს ბევრად მეტ მისამართზე, ვიდრე გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილ საბუღალტრო ჩანაწერებსა და ხელშეკრულებებშია აღრიცხული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება არ განხორციელებულა.
რაც შეეხება დღგ-ის ჩასათვლელ თანხებს, გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი ინსტრუქცია რის საფუძველზეც დღგ-ის ჩათვლებში გათვალისწინებულ იქნა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული და დაუდასტურებელი ფაქტურები. შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის შესაბამისი კორექტირება.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 302(6);