გადაწყვეტილება №25354/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 09.07.2025
№ დოკუმენტი 25354/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№25354/2/2025

09 ივლისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,3.07.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------=“-ის 23.06.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25354/2/2025).

 

დავის საგანი:

საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის №023-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 24.09.2024 წლის №20831 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 509 762,47 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 936 529

დღგ - 448 834

საშემოსავლო გადასახადი - 487 695

ჯარიმა - 468 265

საურავი - 104 968,47

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სარეცხი და ჰიგიენური საშუალებებით იმპორტირებული „-------“-დან ,ლობიო იმპორტირებული „-------“-დან. კომპანიას აქვს ასევე ადგილობრივი შეძენები.

აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 3.11.2022 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის №023-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20831 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 25.06.2025 წლის №------- წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 24.09.2024 წლის №20831 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 15.10.2024 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 4.11.2024 წელი. საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად (№25354/2/2025) 23.06.2025 წელს, შემოსავლების სამსახურის 24.09.2024 წლის №20831 ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება ან/და არგუმენტაცია სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით.

გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, საჩივარში მითითებულ ნომერზე განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია. აღნიშნულმა პიროვნებამ განაცხადა, რომ მომჩივანს ეხმარებოდა დეკლარაციის გადაგზავნაში და საჩივრის შესახებ არაფერი არ იცოდა, ასევე დასძინა, რომ დირექტორი/დამფუძნებელი მისი ცნობით არის საზღვარგარეთ. სხვა მოძიებულ ნომრებზე ვერ მოხერხდა მომჩივანთან დაკავშირება.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 24.09.2024 წლის №20831 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანმხება მიღებულ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის საქმიანობას წარმოადგენდა საცალო და საბითუმო ვაჭრობა სარეცხი და ჰიგიენური საშუალებებით, როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივი შეძენებით. საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილია ფაქტობრივ გარემოებები, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, შესაბამისად, შემოწმებით საქონლის ნაშთი ჩაითვალა ნულად. დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი და შესაბამისად იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები.

აუდიტის დეპარტამენტის 11.06.2024 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 3.11.2022 წლიდან 1.02.2024 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის №023-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 24.09.2025 წლის №20831 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301-"ე".