ბრძანება N 16328
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16328
21 ივლისი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 4 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 17 ივლისის სხდომაზე (ოქმი №56) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 4 ივლისის №25415/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის №023-11 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და განმარტავს, რომ შემოწმებამ გაურკვეველი მიზეზით არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი დასკვნა. კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს საცალო ვაჭრობა სოფლის მეურნეობის პროდუქტებით მ.შ. ღორის და საქონლის ხორცი, ბოსტნეული, ხილი და სხვა. აღსანიშნავია, რომ როგორც ღორის, ასევე საქონლის ხორცის შეძენა ხდება ძვლიანად (რაც დასტურდება მიღებული სასაქონლო ზედნადებებით), ხოლო რეალიზაცია ხდება როგორც ძვლიანი, ისე დარბილებული სახით. ასევე, დარბილებული სახით ხორცის რეალიზაცია ხორცის მთლიანი გაყიდვების 25-30%-ს შეადგენს. შესაბამისად, დარბილებული სახით ხორცის რეალიზაციის დროს წარმოიქმნება ე.წ „ატხოდები“, რის დასადასტურებლადაც სსიპ „-------“ მიერ კომპანიაში ჩატარდა ექსპერტიზა, საქონლის და ღორის ხორცის გამოსავლიანობის შესახებ, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე გამოსცა შესაბამისი დასკვნა.
ამასთან, როგორც ხორცი ასევე ხილი და ბოსტნეული წარმოადგენს მალფუჭებად პროდუქტებს, შესაბამისად, კომპანიას შესყიდული საქონლის გარკვეული ოდენობა უფუჭდებოდა და კანონმდებლობის არცოდნის გამო სმფ-ების ჩამოწერის ნაცვლად გაფუჭებულ საქონელს ყრიდა. აღნიშნული ფაქტის დადასტურებაც შესაძლებელია როგორც საექსპერტო დასკვნით და ობიექტზე არსებული ვიდეოკამერების საშუალებით, ასევე მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისგან ინფორმაციის გამოთხოვით.
მომჩივანი ითხოვს „-------“ მიერ გამოცემული დასკვნის გათვალისწინებას ან/და წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპერტიზის თავიდან ჩატარების შესაძლებლობას და მიღებული შედეგების გათვალისწინებას, ასევე შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის უფლებას, რაც დაადასტურებს გაფუჭებული ხილის და ხორცის გადაყრის ფაქტებს, რაც გავლენას იქონიებს დარიცხული თანხების მოცულობაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 თებერვლის №3304 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. „შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს გაწეული ხარჯების (გარდა იჯარით აღებულ ქონებაზე ჩატარებული კაპიტალური რემონტის ხარჯებისა) საკითხი, ასევე, შეისწავლოს დავის ეტაპზე გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ------- №------- დასკვნა საქონლისა და ღორის ხორცის გამოსავლიანობის შესახებ და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ჯარიმა დაუქვემდებაროს შემცირებას;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 თებერვლის №3304 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 28 მაისს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები, სულ 19 134 ლარი, მათ შორის, გადასახადი 11 279 ლარი და ჯარიმა 7 855 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 12 ივნისის №023-11 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ------- №------- დასკვნა საქონლისა და ღორის ხორცის გამოსავლიანობის შესახებ. აღნიშნული დასკვნის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზა ჩატარებულია 2024 წლის 9 სექტემბერს 73.600 კგ საქონლის ხორცსა და 33.100 კგ ღორის ხორცზე. შემოწმების მიერ გადამოწმდა გადასახადის გადამხდელის 2024 წლის 1-10 სექტემბერს მიღებული ზედნადებები, რომლითაც დადგინდა რომ გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პერიოდში არ აქვს შეძენილი იგივე კილოგრამის ხორცი. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარმოადგინა ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ახორციელებს საქონლის შესყიდვას შესყიდვის აქტის მიხედვით (საშუალოდ მთლიანი შესყიდვის 10-15% არის შესყიდვის აქტით შეძენილი საქონელი) და სწორედ შესყიდვის აქტით შეძენილ საქონელზე განხორციელდა საქონლის გამოსავლიანობის ექსპერტიზა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი საქონლის შესყიდვის აქტები (შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავლები დათვლილია მხოლოდ მიღებული სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონლის მიხედვით). შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ დამატებით ამ ნაწილში არ გამოვლენილა შესამცირებელი თანხები.
ასევე, შემოწმების მიერ შესწავლილი იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯების დოკუმენტები (ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები და საბანკო ამონაწერი), რომლის შესწავლის შედეგად განხორციელდა დასაბეგრი თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე, შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დარიცხული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, შესწავლილი იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯების დოკუმენტები (ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები და საბანკო ამონაწერი), რომლის შესწავლის შედეგად განხორციელდა დასაბეგრი თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე, შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დარიცხული ჯარიმა. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ------- №------- დასკვნა საქონლისა და ღორის ხორცის გამოსავლიანობის შესახებ, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზა ჩატარებულია 2024 წლის 9 სექტემბერს 73.600 კგ საქონლის ხორცსა და 33.100 კგ ღორის ხორცზე. შემოწმების მიერ გადამოწმდა გადასახადის გადამხდელის 2024 წლის 1-10 სექტემბერს მიღებული ზედნადებები, რომლითაც დადგინდა, რომ პირს აღნიშნულ პერიოდში არ აქვს შეძენილი იგივე კილოგრამის ხორცი. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს საქონლის შესყიდვას შესყიდვის აქტის მიხედვით და სწორედ შესყიდვის აქტით შეძენილ საქონელზე განხორციელდა საქონლის გამოსავლიანობის ექსპერტიზა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი საქონლის შესყიდვის აქტები (შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავლები დათვლილია მხოლოდ მიღებული სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონლის მიხედვით). შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ ამ ნაწილში არ განხორციელდა დარიცხული თანხების შემცირება.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება. ამასთან, საჩივარში მითითებული აქვს ისეთი სადავო საკითხი, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა, რომლის მიხედვითაც შემცირდა დარიცხული თანხები, კერძოდ, შესწავლილი იქნა დამატებით წარმოდგენილი ხარჯების დოკუმენტები (ძირითადი საშუალებების შესყიდვის აქტები და საბანკო ამონაწერი), რომლის შესწავლის შედეგად განხორციელდა დასაბეგრი თანხების კორექტირება (შემცირება). ასევე, შემცირდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით დარიცხული ჯარიმა. ამასთან, გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დასკვნა საქონლისა და ღორის ხორცის გამოსავლიანობის შესახებ, რომლის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზა ჩატარებულია 2024 წლის 9 სექტემბერს 73.600 კგ საქონლის ხორცსა და 33.100 კგ ღორის ხორცზე. შემოწმების მიერ გადამოწმდა გადასახადის გადამხდელის 2024 წლის 1-10 სექტემბერს მიღებული ზედნადებები, რომლითაც დადგინდა, რომ პირს აღნიშნულ პერიოდში არ აქვს შეძენილი იგივე კილოგრამის ხორცი. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელმა წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლითაც ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებს საქონლის შესყიდვას შესყიდვის აქტის მიხედვით და სწორედ შესყიდვის აქტით შეძენილ საქონელზე განხორციელდა საქონლის გამოსავლიანობის ექსპერტიზა. შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი საქონლის შესყიდვის აქტები (შემოწმების მიერ გაანგარიშებული შემოსავლები დათვლილია მხოლოდ მიღებული სასაქონლო ზედნადებით შეძენილი საქონლის მიხედვით). შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე, შემოწმების მიერ ამ ნაწილში არ განხორციელდა დარიცხული თანხების შემცირება.
გადაწყვეტილება
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)