ბრძანება N 23518

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 11.08.2020
№ დოკუმენტი 23518
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 23518

11/08/2020

შპს ----------------------------

(მის.: ქ. --------------------- )

2020 წლის 06 იანვრის საჩივრის

განუხილველად დატოვების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 16 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №49) განიხილა შპს ----- ს 2020 წლის 06 იანვრის №1261/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 03 დეკემბრის №006-1013 და №006-1012 „საგადასახადო მოთხოვნებთან“ დაკავშირებით.

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2020 წლის 02 აპრილის №626 განკარგულების საფუძველზე შპს ----- ს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 2020 წლის 10 აპრილის საგადასახადო შეთანხმება №ა112-21 გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

ამავე კოდექსის, 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს საჩივარი.

ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, შპს ----- ს საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ო“ პუნქტისა და 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შპს ----- ს საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 03 დეკემბრის №006-1013 და №006-1012 საგადასახადო მოთხოვნები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 293-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2020 წლის 02 აპრილის №626 განკარგულების საფუძველზე შპს-ს და სსიპ შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა 2020 წლის 10 აპრილის საგადასახადო შეთანხმება გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ პუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ო’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადამხდელის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 293; 301,,ო“; 304(1,,დ“)