გადაწყვეტილება № 26120/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 26120/2/2025
01 დეკემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 20.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- ის 3.11.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26120/2/2025).
დავის საგანი:
საქონლის (ოქროს ზოდები) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. საბაჟო დეპარტამენტის 6.06.2025 წლის №EL286973 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 3.07.2025 წლის №14758 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 8 928 ლარი.
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საბაჟო დეპარტამენტის მიერ მომჩივნის მიმართ შედგენილი 6.06.2025 წლის №EL286973 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, 2025 წლის 6,10 და 18 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.07.2025 წლის №14758 ბრძანებით, საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ გადასახადის გადამხდელი (გარდა ფიზიკური პირისა) საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. თუ გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირია, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება შესაძლებელია, თუკი შესრულებულია შემდეგი პირობები:
ა) პირს ორჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა;
ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ადრესატი დოკუმენტს ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია.
ამავე მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს.
შემოსავლების სამსახურის 5.11.2025 წლის №----- წერილიდან დგინდება, რომ ვინაიდან მომჩივანი არ ფიქსირდება შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებულ მომხმარებლად, შემოსავლების სამსახურის 3.07.2025 წლის №14758 ბრძანება 2-ჯერ გაეგზავნა წერილობითი ფორმით (3.07.2025 წელი და 17.07.2025) საჩივარში მითითებულ მისამართზე (------, ტელ: -------) და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა (უკუგზავნილზე მითითებულია შემდეგი მიზეზები: „ტელეფონი გამორთულია, მისამართზე ვერ მოვიძიე“, „დატოვებულია შეტყობინება ----- ჭიშკარზე“). შემოსავლების სამსახურმა საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელა 3.07.2025 წლის №------ ბრძანების საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 8.08.2025 წელს.
ვინაიდან შემოსავლების სამსახურის 3.07.2025 წლის №14758 ბრძანება საჯაროდ გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 8.08.2025 წელს, იგი ჩაბარებულად ჩაითვალა 28.08.2025 წელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტის გასაჩივრების ვადა ამოიწურა 17.09.2025 წელს, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 3.11.2025 წელს.
საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
გადასახადის გადამხდელთან სატელეფონო ზარის მეშვეობით განხორციელდა კომუნიკაცია და ეთხოვა, წარმოედგინა არგუმენტაცია/მტკიცებულებები გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით, თუმცა, მომჩივანს გასაჩივრების ვადის დარღვევასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია.
ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქონლის (ოქროს ზოდები) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 3.07.2025 წლის №14758 ბრძანება საჯაროდ გავრცელდა შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.rs.ge) 8.08.2025 წელს, იგი ჩაბარებულად ჩაითვალა 28.08.2025 წელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო აქტის გასაჩივრების ვადა ამოიწურა 17.09.2025 წელს, ხოლო საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია 3.11.2025 წელს.
გადაწყვეტილება
საჩივარი დარჩეს განუხილველი;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301