ბრძანება N 27424

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.08.2019
№ დოკუმენტი 27424
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 27424

07/08/2019

შპს -------------

(მის: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე

სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- N40323/1/2019 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 31 დეკემბრის N006-1024 „საგადასახადო მოთხოვნას“. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 19 ივლისის სხდომაზე (ოქმი N51).

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციას და მოსწავლეთა კვების ცალკე მომსახურებად გამოყოფას.

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2018 წლის 24 აპრილის N9591 ბრძანების საფუძველზე შპს ----- ჩაუტარდა კამერალური სრული საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2018 წლის 28 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე 2018 წლის 31 დეკემბერს ამოიცა N39491 ბრძანება და 1.12.2018წ N006-1024 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლითაც საწარმოს დამატებით გადასახდელად დაერიცხა სულ 498364 ლარი, მათ შორის გადასახადი -224305 ლარი, ჯარიმა - 148480 ლარი და საურავი - 125579 ლარი.

შემოწმების აქტით მიხედვით სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს მოსწავლეებისათვის კვების მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურება, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვების და აბიტურიენტების მომზადება, იჯარით აქვს გაცემული ფართები, ასევე მაგთიკომისგან იღებს აპარატურის განთავსების მომსახურების საფასურს და სხვა. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა სსკ-ის 73 მუხლი, დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. სსკ-ის 168 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 121-ე მუხლის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში. ამასთან, პირისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას. კანონმდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მქონე პირებს არ უკრძალავს განახორციელოს საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს ავტორიზაციას. მაგრამ ამ შემთხევაში პირი აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს არა როგორც ავტორიზებული პირი (საგანმანათლებლო დაწესებულება). შესაბამისად, ასეთი საქმიანობა შემოწმების მიერ განხილულ იქნა დამატებით საქმიანობად, რომელიც არ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსთან. სსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ნ" ქვეპუნქტის მიზნებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ განათლების მომსახურებას წარმოადგენს ავტორიზაციის ფარგლებში განხორციელებული აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამით მოცული განათლების მომსახურება, ვინაიდან სწორედ ამ საქმიანობის ნაწილში პირი ითვლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. შესაბამისად, აღნიშნული მუხლი არ ათავისუფლებს გადამხდელს დღგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ საჭიროებს ავტორიზაციას. სსკ-ის 161-ე მუხლის თანხმად, სხვა მომსახურებით მიღებული შემოსავალი დაექვემდებარა დღგ დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა ჯარიმა დღგ- ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის და სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით. გადასახადის გადამხდელი არ არის რეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადამხდელად, შესაბამისად ვერ მოახდენდა დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებთან დაკავშირებულ ჩათვლებს. საკვები პროდუქტების შეძენაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით სსკ-ის 174-ე მუხლის მიხედვით შემოწმების მიერ ჩათვლილ იქნა დამატებული ღირებულების გადასახადი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საჩივარში დასმულ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს გაწეული აქვს მოსწავლეებისათვის კვების მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურება, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვების და აბიტურიენტების მომზადება, იჯარით აქვს გაცემული ფართები, ასევე მაგთიკომისგან იღებს აპარატურის განთავსების მომსახურების საფასურს და სხვა. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნა სსკ-ის 73-ე მუხლი, დასაბეგრი ბაზა გაანგარიშებულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის და გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე.

სსკ-ის 168 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ნ" ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საგანმანათლებლო დაწესებულებათა მიერ გაწეული განათლების მომსახურება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 121-ე მუხლის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში. ამასთან, პირისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ახორციელებს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამას. კანონმდებლობა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მქონე პირებს არ უკრძალავს განახორციელოს საქმიანობა, რომელიც არ საჭიროებს ავტორიზაციას. მაგრამ ამ შემთხევაში პირი აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს არა როგორც ავტორიზებული პირი (საგანმანათლებლო დაწესებულება). შესაბამისად, ასეთი საქმიანობა დამატებითი საქმიანობაა, რომელიც არ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსთან.

სსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ნ" ქვეპუნქტის მიზნებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ განათლების მომსახურებას წარმოადგენს ავტორიზაციის ფარგლებში განხორციელებული აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამით მოცული განათლების მომსახურება, ვინაიდან სწორედ ამ საქმიანობის ნაწილში პირი ითვლება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. შესაბამისად, აღნიშნული მუხლი არ ათავისუფლებს გადამხდელს დღგ-ის გადახდის ვალდებულებისაგან საქმიანობის იმ ნაწილში, რომელიც არ საჭიროებს ავტორიზაციას.

ამასთან საყურადღბოა, რომ გადასახადის გადამხდელი არ არის დარეგისტრირებული დამატებული ღირებულების გადამხდელად.

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის საფუძველზე მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს სადავო აქტის გამოცემისას ადმინისტრაციული წარმოების პროცესში სრულყოფილად განახორციელეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა-შეფასების პროცედურა და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რის გამოც სადავო აქტები დასაბუთებულია და კანონიერია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტები სამართლებრივ-პროცესუალური დარღვევების საფუძვლით ჩატარებული საგადასახადო შემოწმების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევას, იგი არ ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად არ არის დარღვეული მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. გადამხდელის არგუმენტები, რომლებიც მითითებულია საჩივარში ვერ გახდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი, რაც საჩივრის ამ ნაწილში უარყოფის საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2.ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ს სავალდებულო რეგისტრაციას და მოსწავლეთა კვების ცალკე მომსახურებად გამოყოას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტით მიხედვით გადამხდელს გაწეული აქვს მოსწავლეებისათვის კვების მომსახურება, სატრანსპორტო მომსახურება, ასევე სკოლამდელი ასაკის ბავშვების და აბიტურიენტების მომზადება და სხვა. შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები სსკ-ის 73 მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იქნა არაპირდაპირი მეთოდით.

ვინაიდან გადამხდელი ზემოაღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს არა როგორც ავტორიზებული პირი (საგანმანათლებლო დაწესებულება), შესაბამისად, ასეთი საქმიანობა შემოწმების მიერ განხილულ იქნა საქმიანობად, რომელიც სსკ-ის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ნ" ქვეპუნქტის მიზნებისათვის არ არის დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსთან. შესაბამისად, საქმიანობის იმ ნაწილში მიღებული შემოსავალი, რომელიც არ საჭიროებს ავტორიზაციას. სსკ-ის 161-ე მუხლის თანხმად, დაექვემდებარა დღგ დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან. გადამხდელის არგუმენტები, რომლებიც მითითებულია საჩივარში ვერ გახდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი, რაც საჩივრის ამ ნაწილში უარყოფის საფუძველია.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73; 01.01.2021 წლამდე მოქმედი: 161; 168(2,,ნ“)

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონი