ბრძანება N 7325
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7325
05.04.2023
შპს „----------“-ის (ს/ნ ----------)
(ფაქტ. მის.: ---------- ;
იურ. მის.: ---------- )
2023 წლის 9 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №29) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი №79561/1/2023, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 თებერვლის №083-1 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. არ ეთანხმება ფასნამატის ოდენობას და აცხადებს, რომ მისი დეკლარირებული ფასნამატი 5%-ია, რაც შეესაბამება ანალოგიური საქმიანობით დაკავებული გადასახადის გადამხდელების ფასნამატს, ხოლო, შემოწმების მიერ განისაზღვრა 15,6%. მიუთითებს, რომ შესასწავლია მიიღო თუ არა ყველა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობამ მონაწილეობა ფასნამატის გაანგარიშებაში და რა პრინციპით დაჯგუფდა კატეგორიებად. ითხოვს, საკითხის დამატებით შესწავლას მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად, დარიცხული გადასახადისა და ჯარიმის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 აგვისტოს №26079 ბრძანებით, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 აპრილის №083-17 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, 2021 წლის 10 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
"1. შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) 2021 წლის 10 მაისის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს დეკლარირებულ და შემოწმებით გამოვლენილ მონაცემებს შორის სხვაობის ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს".
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 აგვისტოს №26079 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 1 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები არ შეუმცირდა. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 6 თებერვლის №083-1 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 10 აგვისტოს N26079 ბრძანების აღსრულების მიზნით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ, დამატებით წარმოდგენილია არასრული დოკუმენტაცია/გაანგარიშება, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილია არასრული დოკუმენტაცია/გაანგარიშება, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
საჩივარზე თანდართულ დოკუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივართან ერთად წარმოდგენილ ექსელის ფაილებში პროდუქცია დაყოფილია კატეგორიებად, მაგალითად, თამბაქოს ცხრილში გადასახადის გადამხდელის მიერ ფასნამატი არ არის მითითებული, ვინაიდან შეუძლებელია დასახელების მიხედვით შეძენარეალიზაციის დაკავშირება; ასევე, გამაგრილებელ სასმელებში გადასახადის გადამხდელს აღებული აქვს ფასნამატი 23.30%, ხოლო შემოწმებამ აღნიშნულ კატეგორიაზე გაავრცელა 22%; საკონდიტროს კატეგორიაში გადასახადის გადამხდელი აერთიანებს ე.წ. „სნექებსაც“ (ჩიფსები, ჩხირები), რაც ცალკე ჯგუფია და საკონდიტროში არ შედის; ამასთან, მხოლოდ საკონდიტრო ნაწარმზე გადამხდელს აღებული აქვს დროის დიდი შუალედი, მაგალითად, 1კგ ჟელეს შეძენა ფიქსირდება 18.01.2019 წელს, ხოლო რეალიზაცია - 25.02.2020 წელს და ფასნამატი ფიქსირდება 25%; ანალოგიურად, გადასახადის გადამხდელის მიერ მითითებული ფასნამატი ბამბუკის ნამცხვარზეც 25%-ია (შეძენა - 23.10.2019წ და რეალიზაცია - 31.01.2020წ), ხოლო, შემოწმების მიერ, აღნიშნულ კატეგორიაზე გამოყენებული ფასნამატია 19%; ყოველდღიური პროდუქტების კატეგორიაში გაერთიანებული პროდუქტები სხვადასხვა ჯგუფებს მიეკუთვნება, შესაბამისად, ერთი და იგივე ფასნამატი ვერ ექნება. ასევე, გადასახადის გადამხდელს არ აქვს დადგენილი ალკოჰოლური სასმელების ჯგუფისთვის ფასნამატი. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ცხრილებით ვერ დგინდება შესაბამის კატეგორიებზე ფასნამატები, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ ექვემდებარება კორექტირებას.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს, კერძოდ, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველზე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. ასევე არ ეთანხმება ფასნამატის ოდენობას. ითხოვს, საკითხის დამატებით შესწავლას მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და შესაბამისად, დარიცხული გადასახადისა და ჯარიმის კორექტირებას.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს მიეცეს წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადამხდელის მიერ, დამატებით წარმოდგენილია არასრული დოკუმენტაცია/გაანგარიშება, შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) არ განხორციელებულა.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ საქმეზე არსებული მტკიცებულებების, შედგენილი დასკვნის და მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73;