ბრძანება N 16724

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.07.2026
№ დოკუმენტი 16724
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16724

23 ივლისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 25 ივნისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა ი/მ ----- (ს/ნ ----- ) №103096/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 მაისის №---- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ გადაანგარიშების შედეგად შესრულებული გაანგარიშება თავისთავად არასრულყოფილია, რადგან მნიშვნელოვანი განსხვავებაა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოყენებულ ფასნამატსა და გადამხდელის ფასნამატს შორის, რომელიც რადიკალურად ცვლის დარიცხულ საგადასახადო ვალდებულებებს.

2. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს 2026 წლის 29 მაისს გამოცემული №--- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რადგან განსხვავებით 2025 წლის 15 დეკემბერს გამოცემული №---- საგადასახადო მოთხოვნისგან, რომელშიც საშემოსავლო გადასახადში დარიცხულ თანხაში შესული იყო როგორც შემოწმების შედეგად დარიცხული გადასახადი, ასევე, მიმდინარე გადასახადელები, 2025 წელს დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა, 23 425 ლარის ოდენობით. 2026 წლის პირველი აპრილის მდგომარეობით გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახადელების სახით დარიცხული თანხა ექვემდებარება შემცირებას, შესაბამისად 2026 წლის 29 მაისს გამოცემულ №----- კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხა იქნას ამოღებული, რადგან საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის პერიოდისთვის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახადელი საშემოსავლო გადასახადში არ ფიქსირდება. ასევე, გადასახადის გადამხდელი ითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხების ხელახალი შესწავლა და დარიცხული გადასახადისა და სანქციის გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2939 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 დეკემბრის №---- საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2026 წლის 13 და 14 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

1. ი/მ ---- (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილოს სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს საგადასახადო შემოწმებით მოცული პერიოდის ფარგლებში და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 11 თებერვლის №2939 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 25 მაისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები სულ შემცირდა 22 482 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 29 მაისის №---- კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილებული იქნა სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოწმებით მოცულ პერიოდზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებს შორის გამოვლენილი სხვაობა გადაანაწილებული იქნა სრულ პერიოდზე (შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის ფაქტობრივი მდგომარეობის აღრიცხვის თარიღამდე არსებულ სრულ/არასრულ საანგარიშო პერიოდებზე), შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა შემოწმებით მოცულ პერიოდზე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განხორციელდა შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

გადასახადის გადამხდელი არგუმენტთან დაკავშირებით, გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიმდინარე გადასახადელების შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე სავადო თარიღით (31.03.2026) შემცირებულია შემოწმებით დარიცხული და 2025 წლის 15 დეკემბერს №---- საგადასახადო მოთხოვნაში გათვალისწინებული მიმდინარე გადასახადელი.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. აგრეთვე, სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ იყო დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ი/მ------ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ითხოვს მისი უშუალო მონაწილეობით მოხდეს საკითხების ხელახალი შესწავლა და დარიცხული გადასახადისა და სანქციის გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებამ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობების ნაშთებს შორის გამოავლინა სხვაობა, რომელიც გადანაწილდა შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისიდან ნაშთის ფაქტობრივი აღრიცხვის თარიღამდე არსებულ საანგარიშო პერიოდებზე. ამის საფუძველზე საგადასახადო ვალდებულებები ხელახლა განისაზღვრა შემოწმებით მოცული პერიოდის მიხედვით და შესაბამისად განხორციელდა მათი კორექტირება — შემცირება.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:304(21)