ბრძანება N 16839
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16839
12.07.2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -----------)
2023 წლის 23 ივნისის საჩივრის
განუხილველად დატოვების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისის სხდომაზე (ოქმი №71) იმსჯელა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2023 წლის 23 ივნისის №496960 (რეგ. №107324/21-14) საჩივარზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 3 დეკემბრის №37537 ბრძანებასთან და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2021 წლის 6 დეკემბერს გამოცემულ №047-59 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 მარტის №8349 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2021 წლის 29 ნოემბრის აქტი, 3 დეკემბრის №37537 ბრძანება და 6 დეკემბრის №047-59 საგადასახადო მოთხოვნა შპს „---------“ მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 31 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №8537 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში და დღეის მდგომარეობით, დავა მიმდინარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე, რომელთა თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ:
ზ) არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
ი) მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამასთან, მომჩივანს იმავე დავის საგანზე მიმართული აქვს სასამართლოსთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე შპს „-------“ (ს/ნ ------) საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „--------“ (ს/ნ -------) საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 3 დეკემბრის №37537 ბრძანება და აღნიშნული ბრძანების საფუძველზე 2021 წლის 6 დეკემბერს გამოცემულ №047-59 საგადასახადო მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 მარტის №8349 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგებზე გამოცემული 2021 წლის 29 ნოემბრის აქტი, 3 დეკემბრის №37537 ბრძანება და 6 დეკემბრის №047-59 საგადასახადო მოთხოვნა მომჩივნის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში 2021 წლის 31 დეკემბერს. შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 6 აპრილის №8537 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2022 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე გასაჩივრებულ იქნა სასამართლოში და დღეის მდგომარეობით, დავა მიმდინარეობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამასთან, მომჩივანს იმავე დავის საგანზე მიმართული აქვს სასამართლოსთვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301"ზ""ი".