N 17 - 25/06/2024 - „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სათამაშო ბიზნესი 25.06.2024
№ დოკუმენტი 17
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2024 წლის 25 ივნისი

ქ. ახალქალაქი

„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

დამტკიცდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 30 მაისის №13 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.141.016356) შეტანილი შემდეგი ცვლილება:

1. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:

ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 275 000 ლარი;

ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 275 000 ლარი;

გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 275 000 ლარი;“.

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მოსაკრებლების ანგარიშგება და გადახდა განხორციელდეს „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

ნაირი ირიციან

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე