გადაწყვეტილება №28261/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 03.11.2026
№ დოკუმენტი 28261/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№28261/2/2026

03 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 9.10.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №28261/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოწმებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2026 წლის №081-135 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.09.2026 წლის №20375 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 233 522,36 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 148 848,00

დღგ - 45 188,00

საშემოსავლო გადასახადი - 103 660,00

ჯარიმა - 74 424,00

საურავი - 10 250,36

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

საწარმოს საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული ხეების მოჭრა, სხვლა-ფორმირება, დამუშავება და გატანის მომსახურება.

აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2026 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.05.2025 წლიდან 1.04.2026 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2026 წლის №081-135 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.09.2026 წლის №20375 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გაასაჩივროს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის 13.10.2026 წლის №------ წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 16.09.2026 წლის №20375 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 18.09.2026 წელს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 8.10.2026 წელი. საჩივარი დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად (№28261/2/2026) 9.10.2026 წელს, შემოსავლების სამსახურის 16.09.2026 წლის №20375 ბრძანების გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

მომჩივანი, გასაჩივრების ვადის მისგან დამოუკიდებელი მიზეზით დარღვევასთან დაკავშირებით, რაიმე არგუმენტს/მტკიცებულებას არ წარმოადგენს.

ამგვარად, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 16.09.2026 წლის №20375 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით დადგენილი შემოსავლის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული ხეების მოჭრა, სხვლა-ფორმირება, დამუშავება და გატანის მომსახურება. აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.05.2025 წლიდან 1.04.2026 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

301.