გადაწყვეტილება № 27242/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27242/2/2026
19 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი:შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----27.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27242/2/2026).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12194 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.02.2026 წლის №028-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8391 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 53 827.81 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 24 545.00
ჯარიმა - 12 272.00
საურავი - 17 010.81
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 1.01.2021 წლიდან 1.03.2024 წლამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის მიზნებისთვის 2024 წლის 11 აპრილის ჩათვლით პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 19 სექტემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 ოქტომბრის №22001 ბრძანება და №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 20 ნოემბრის №24517 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 14 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხები არ შემცირდა. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 18 თებერვლის №028-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 2.04.2025 წლის №6284 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2.05.2025 წლის №25076/2/2025 გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 11.06.2025 წლის №12194 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 ივნისის №12194 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 41 108 ლარით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 თებერვლის №028-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.04.2026 წლის №8391 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება.
საქმის მასალებიდან დგინდება, რომ შპს ----- და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებულია 1.06.2026 წლის №26/182 საგადასახადო შეთანხმება, რომლის 3.3 პუნქტის თანახმად, საგადასახადო შეთანხმების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემდეგ, გადასახადის გადამხდელს 2026 წლის 5 მარტის მდგომარეობით გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათებზე საგადასახადო დავალიანების თანხა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, განესაზღვრა 35 000 ლარით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 11.06.2025 წლის №12194 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 11 ივნისის №12194 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 11 თებერვლის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 41 108 ლარით, რაზედაც გამოიცა 2026 წლის 19 თებერვლის №028-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა; აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საჩივრდებოდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 8 აპრილის №8391 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ვინაიდან გასაჩივრებულ საგადასახადო დავალიანებაზე გაფორმებულია საგადასახადო შეთანხმება, საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;301(ო)