ბრძანება N 4640

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.03.2025
№ დოკუმენტი 4640
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4640

18 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------------ის“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------------------)

(იურ. მის.: ----------------------)

2025 წლის 28 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 27 თებერვალს გამართულ სხდომაზე (ოქმი №17) განიხილა შპს „--------------ის“ (ს/ნ --------------) 2025 წლის 28 იანვრის №24657/2/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №007-323 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. განმარტავს, რომ შემოწმებამ არ გაითვალისწინა შესამოწმებელი პერიოდის შემდგომ ჩარიცხული თანხები, რომელიც მიეკუთვნებოდა ადრე გადატვირთულ საქონელს და რომლის დავალიანებაც არასწორად იქნა სესხად დაკვალიფიცირებული. ვინაიდან, შემოწმება შეზღუდულია შესამოწმებელი პერიოდით მომჩივანი ითხოვს აღნიშნული ჩარიცხვების შემოწმებას კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის გზით. გადასახადის გადამხდელი ასევე ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში დარიცხული ჯარიმის მოხსნას და აღნიშნავს, რომ უკან დაბრუნებული პროდუქციის და ჩარიცხული თანხების შესაბამისად კომპანია თავად მოახდენს მოგების გადასახადის განაშთვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №22514 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 8 აპრილის №007-67 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 4 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „--------------ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს უკან დაბრუნებულ საქონელზე მისაღები თანხების სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაუქვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №22514 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 72 613 ლარი, მ.შ. გადასახადი 48 368 ლარი და ჯარიმა 24 245 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 27 დეკემბრის №007-323 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია, უკან დაბრუნებული საქონლის რაოდენობა და ფასები შეუდარდა საქონლის რეალიზაციის დოკუმენტაციას, რის შედეგადაც უკან დაბრუნებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 224 263 ლარი. შემოწმების მიერ, აღნიშნულ საქონელზე მისაღები თანხების სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით განსაზღვრული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია, უკან დაბრუნებული საქონლის რაოდენობა და ფასები შეუდარდა საქონლის რეალიზაციის დოკუმენტაციას, რის შედეგადაც უკან დაბრუნებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 224 263 ლარი. შემოწმების მიერ, აღნიშნულ საქონელზე მისაღები თანხების სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით განსაზღვრული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.

აგრეთვე, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, ასევე რაც შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 18 ოქტომბრის №22514 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს საგადასახადო დავის ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე გამოცემულ დასკვნაში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს.

ასევე, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის, საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------------ის“ (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად მოგების გადასახადში დარიცხული ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის №22514 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის №007-67 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2024 წლის 4 მაისის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის №22514 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2024 წლის 26 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები დაექვემდებარა შემცირებას სულ 72 613 ლარი, მ.შ. გადასახადი 48 368 ლარი და ჯარიმა 24 245 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 27 დეკემბრის №007-323 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება ,რომ

შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დამუშავდა გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია, უკან დაბრუნებული საქონლის რაოდენობა და ფასები შეუდარდა საქონლის რეალიზაციის დოკუმენტაციას, რის შედეგადაც უკან დაბრუნებული საქონლის ღირებულებამ შეადგინა 224 263 ლარი. შემოწმების მიერ, აღნიშნულ საქონელზე მისაღები თანხების სესხად კვალიფიკაციის საფუძვლით განსაზღვრული მოგების გადასახადი დაექვემდებარა შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 982(8); 304( 21);