ბრძანება N 13758
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13758
16.06.2023
ი/მ -------- (ს/ნ ---------)
(მის.: -----------)
2023 წლის 6 მარტის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 12 ივნისის სხდომაზე (ოქმი №64) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №38530/01 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 9 თებერვლის №127-3 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას. კერძოდ, გადამხდელი მიიჩნევს, რომ მოთხოვნა გამოცემულია კანონის დარღვევით. მიუთითებს, რომ მისი ბრუნვა 100 000 ლარი და მეტი არასდროს ყოფილა, შესაბამისად, არ უნდა იყოს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი. ასევე არ ეთანხმება დარიცხული საურავის ოდენობას და ითხოვს 2023 წლის 9 თებერვლის №127-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივლისის №18915 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 27 დეკემბრის №127-61 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით ი/მ -------- (ს/ნ --------) 2020 წლის 30 იანვრის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. ი/მ ------- (ს/ნ --------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების და დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საკითხის შესწავლის მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში განახორციელოს შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის კოეფიციენტის კორექტირება, ასევე, შეისწავლოს გადამხდელის დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საკითხი და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
3. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივლისის №18915 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 1 თებერვლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხა ჯარიმის ნაწილში შეუმცირდა 10 680 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 9 თებერვლის №127-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივლისის №18915 ბრძანებას გაეცნო ელექტრონულად 2020 წლის 11 ივლისს. ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის კოეფიციენტის კორექტირება, ასევე დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საკითხის დამატებით შესწავლა შემოწმების მიერ არ განხორციელებულა.
2. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივლისის №18915 ბრძანების შესაბამისად, შემცირებულ იქნა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის თანხა 10 680 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების დასკვნაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივლისის №18915 ბრძანების შესაბამისად შემცირებულ იქნა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დაკისრებული ჯარიმის თანხა. ხოლო რაც შეეხება ფასნამატისა და დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საკითხს, გადამხდელის მიერ ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში არ იქნა წარდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის კოეფიციენტის კორექტირება, ასევე დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საკითხის დამატებით შესწავლა შემოწმების მიერ არ განხორციელებულა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანი შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივლისის №18915 ბრძანებას გაეცნო ელექტრონულად 2020 წლის 11 ივლისს. ბრძანების ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში არ არის წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). შესაბამისად, შემოწმებით განსაზღვრული ფასნამატის კოეფიციენტის კორექტირება, ასევე დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის საკითხის დამატებით შესწავლა შემოწმების მიერ არ განხორციელებულა.
შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 10 ივლისის №18915 ბრძანების შესაბამისად, შემცირებულ იქნა დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმის თანხა 10 680 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).