N 1253 - 02.09.2024 - "მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს N 1559 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

განკარგულება 02.09.2024
№ დოკუმენტი 1253
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება N 1253

2024 წლის 2 სექტემბერი

ქ თბილისი

"მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ" საქართველოს

მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს N 1559 განკარგულებაში ცვლილების

შეტანის თაობაზე

1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, "მსხვილფეხა საქონლის ექსპორტის შეზღუდვის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 აგვისტოს N 1559 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

"1. საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და სამომხმარებლო ფასების შენარჩუნების მიზნით, 2025 წლის პირველ აპრილამდე აიკრძალოს მდედრი მსხვილფეხა საქონლისა და 160 კგ-მდე ცოცხალი მასის მქონე მამრი მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი (სეს ესნ-ის კოდი 0102)".

2 განკარგულება ძალაშია 2024 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრი

ირაკლი კობახიძე

წყარო: საქართველოს მთავრობა