ბრძანება N 18217
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 18217
06/06/2019
შპს ---------------------
(მის: -------------------)
2019 წლის 23 მაისის საჩივრის
არ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა, დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 30 მაისს (ოქმი N35) გამართულ სხდომაზე განიხილა შპს ----- 2019 წლის 23 მაისის საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2019 წლის 7 მაისის N181484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
სადავო N181484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით შპს -----ს დაეკისრა სსკ-ის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სანქცია - 5000 ლარის ოდენობით.
ფაქტების აღწერა:
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ 2019 წლის 07 მაისს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით ------, რა დროსაც დადგინდა, რომ ----- (პ/ნ ---------) ახდენდა შპს ----- ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (162.5 ლარის ღირებულების „ჟელეს ჩამოსასხამი კომპლექტი 25 ცალი“) ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად „სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა“. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი N181484 და სამართალდამრღვევს სსკ-ის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ განმარტავს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა მისთვის არის პირველი შემთხვევა და ითხოვს დაკისრებული ფულადი ჯარიმის პირველ შემთხვევად განხილვას.
შემოსავლების სამსახურმა, დავების განხილვის საბჭოს 2019 წლის 30 მაისს (ოქმი N35) გამართულ სხდომაზე განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.“
სსკ-ის 270-ე მუხლის თანახმად „1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. 2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“
სსკ-ის 286-ე მუხლის თანახმად - „1. სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის საბაზრო ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობი. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, − იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.“
საქმეზე არსებული მასალებით და წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ დაადგინა, რომ შპს ----- ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შესაბამისად საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამასთანავე შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზების მონაცემებით დგინდება, რომ სამართალდარღვევის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის 2019 წლის 7 მაისის N181484 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- ს 2019 წლის 23 მაისის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს და განმარტავს, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა მისთვის არის პირველი შემთხვევა.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით დგინდება, რომ გადამოწმებულ იქნა ავტომანქანა, რა დროსაც დადგინდა, რომ ფ/პ ახდენდა მომჩივანი შპს-ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და სამართალდამრღვევს სსკ-ის 286-ე მუხლის მეორე ნაწილით სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
დავების განხილვის საბჭო განმარტავს, რომ შპს-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შესაბამისად საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ამასთანავე დგინდება, რომ სამართალდარღვევის ფაქტი წარმოადგენს განმეორებით შემთხვევას, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მომჩივნის საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული სანქციისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(4); 286(2)