გადაწყვეტილება № 97065/1/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 97065/1/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 24.07.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №97065/1/2025).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.10.2023 წლის №20589/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 26.06.2025 წლის №001-111 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 514 922.46 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 232 951
დღგ - 140 709
საშემოსავლო გადასახადი - 92 242
ჯარიმა - 115 872
საურავი - 166 099.46
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 18.04.2022 წლის №9776 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019-1.04.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 28.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №33491 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №001-269 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 737 726 ლარი, მათ შორის, გადასახადი 393 325 ლარი, ჯარიმა 196 663 ლარი და საურავი 147 738 ლარი.
აღნიშნული დოკუმენტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 31.07.2023 წლის №18697 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 5.10.2023 წლის №20589/2/2023 გადაწყვეტილებით:
- საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18697 ბრძანება;
- მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები (ექსპერტიზის დასკვნა - ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტების შესწავლა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება
(შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 5.10.2023 წლის №20589/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2025 წლის დასკვნა, 26.06.2025 წლის №13642 ბრძანება და №001-111 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც განხორციელდა დარიცხული დღგ-ის (შემცირდა 38 380 ლარით) და დაკისრებული ჯარიმის (19 793 ლარით) კორექტირება, საერთო თანხით 58 173 ლარი. ამასთანავე, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირება და გადასახადის თანხა შემცირდა 121 996 ლარის ოდენობით, ხოლო დარიცხული ჯარიმა 60 998 ლარით, საერთო თანხით 182 994 ლარი.
26.06.2025 წლის №001-111 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის შეფასებაში შემმოწმებელი აღნიშნავს, რომ სამივე ღუმელი შეერთებულია ბუნებრივის აირის წყაროსთან, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ორ ღუმელს უყენია გაზის მოხმარების დანადგარი (ე.წ.-----), ხოლო ერთს რომელიც გაუმართავ მდგომარეობაშია, არ უყენია აღნიშნული დანადგარი, რომლის გარეშეც ფიზიკურად შეუძლებელია ღუმელის ჩართვა/გამოყენება. ერთი ღუმელი ვიზუალურად ახალივითაა, ხოლო ორი მათგანი გამოყენებული/დაძველებული. 2019-2022 საანგარიშო პერიოდში თვეების მიხედვით ბუნებრივი აირის დანახარჯი ერთეულ ცხობაზე 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის სექტემბრამდე ძირითადად სტაბილურია და შეესაბამება (არ სცდება) 2023 წლის დეკემბრის თვეში ექსპერტიზის მიერ ჩატარებული დაკვირვებისა და გაანგარიშების შედეგად მიღებულ მაჩვენებელს. იგივე სურათია 2022 წლის აგვისტოდან შემდგომ პერიოდში. 2020 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით ერთეულ ცხობაზე დახარჯული ბუნებრივი აირის მოცულობა 1,5-2 მ 3 აღემატება წინა და შემდგომი პერიოდის ბუნებრივი აირის დანახარჯებს ერთეულ ცხობაზე, რაც გამოწვეული იყო ღუმელების თერმო იზოლაციის დარღვევით. ღუმელების მიმდინარე და გადაუდებელი შეკეთება ტარდებოდა გახურებული ღუმელების მდგომარეობაში, ვინაიდან გაგრილების დრო და საშუალება არ ჰქონდა. ორთქლის გამანაწილებელი არხების თერმო იზოლაციისთვის საჭირო იყო გარე პანელების მოხსნა და იზოლაციის (ქვაბამბის) მოცილება, რომლის შეკეთების შემდეგ არ ხდებოდა იზოლაციის ჯეროვანი აღდგენა (ფაქტიურად სარემონტო ადგილები იყო მოშიშვლებული) რადგან თერმო იზოლაციის დარღვევის შემთხვევაში ვიზუალურად ადვილი სანახავი ყოფილიყო და შეკეთების საჭიროების შემთხვევაში ადვილად მისადგომი.
აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია გაზის ხარჯის გაზრდა, რაც რეალურად მისთვის ცნობილი გახდა 2022 წლის აგვისტოს თვეში, მას შემდეგ რაც მიიღო 2022 წლის ივლისის სოკარის ანგარიშ-ფაქტურა და ნახა მკვეთრად გაზრდილი გაზის ღირებულება. აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი აირის ტარიფი 0,80 ლარიდან გაიზარდა 1,35 ლარამდე. ბუნებრივ აირზე გაზრდილი გადასახადის პირობებში დღის წესრიგში დადგა ხარჯის ეკონომია, რის საფუძველზეც მიმართა სპეციალისტს და მისი კონსულტაციის შემდეგ მოახდინა ღუმელების სრული იზოლაცია. აღნიშნულმა გამოიღო შედეგი როგორც გამომცხვარი პურის ხარისხში, ასევე ერთ საათში მოხმარებული გაზის ოდენობაში.
გადასახადის გადამხდელის მიერ გაანგარიშდა/დაკორექტირდა დამატებით დასარიცხი თანხების ცხრილი, რომელიც შედგენილი იქნა შემმოწმებლის მიერ. აღნიშნული ცხრილის შედგენისას შემმოწმებელმა იხელმძღვანელა 28.12.2023 წლის ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული გაზის ხარჯის
საშუალო მაჩვენებლით - 1 საათში 8,566 მ 3 აღნიშნული სიდიდე ექსპერტმა იანგარიშა ერთი დღის (17.12.2023) დაკვირვების შედეგად მიღებული შედეგების განზოგადებით განვლილ კვირაზე, კერძოდ სოკარის ერთი კვირის (2023 წლის 11-18 დეკემბერი) ყოველსაათობრივი გაზის ხარჯის მონაცემებზე დაყრდნობით.
აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდზე სრულად აქვს ყოველდღიური და ყოველსაათობრივი გაზის ხარჯის მონაცემები, იმავე მეთოდით, როგორც ექსპერტმა იხელმძღვანელა. შესაბამისად, უფრო რეალური შედეგების მისაღებად მართლზომიერად მიაჩნია შესამოწმებელ პერიოდში თვეების მიხედვით გამოყენებული იყოს შესაბამისი თვის გაზის ხარჯის მონაცემები, ნაცვლად 2023 წლის 11-18 დეკემბრის პერიოდის საშუალო მაჩვენებლისა. არ ეთანხმება შემმოწმებელს პურის ორ კატეგორიაზე გამოყენებულ საშუალო გასაყიდ ფასებში, რაც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს დამატებით დასარიცხ თანხებზე.
ითხოვს, აღნიშნული გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ცხრილების გათვალისწინებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს სრულად გაითვალისწინოს მისი პოზიცია და წარმოდგენილი დამატებით დასარიცხი თანხების გაანგარიშების ცხრილში მოცემული გაზის ხარჯის მაჩვენებლები და პურის გასაყიდი საშუალო ფასები და მოხდეს აღნიშნული ცხრილის საფუძველზე დამატებით დარიცხული თანხების გადაანგარიშება/შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 5.10.2023 წლის №20589/2/2023 გადაწყვეტილებით:
- საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
- ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 31.07.2023 წლის №18697 ბრძანება;
- მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი მტკიცებულებები/დოკუმენტები (ექსპერტიზის დასკვნა - ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების/დოკუმენტების შესწავლა (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება) და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება
(შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებდა, რომ შეუძლებელი იყო მოეხერხებინა ასობით ტონა ფქვილის, ტონობით მარილის და ზეთების უსაბუთოდ შეძენა, ასევე, ვერ შეძლებდა ათასობით კუბი ბუნებრივი აირის უსაბუთოდ მოპოვებას და გახარჯვას და მხოლოდ არასწორად შედგენილი ზედნადებების და ქვე-ზედნადებების საფუძველზე დამატებით 737 726 ლარის დარიცხვა ყოველგვარ სამართლიანობას და ობიექტურობას იყო მოკლებული. არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებითაც კი გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებთან უმნიშვნელო სხვაობა უფიქსირდებოდა და გადამხდელს რომ საერთოდ არ ეწარმოებინა ბუღალტრული აღრიცხვა, საერთოდ არ გამოეწერა პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, შემოწმებით დამატებით არაფერი დაერიცხებოდა.
საბჭოს 5.10.2023 წლის №20589/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 16.06.2025 წლის დასკვნიდან ირკვევა, რომ განხორციელდა გადასახადის შემცირება ჯამურად 160 374 ლარის ოდენობით, ხოლო დარიცხული ჯარიმის 80 791 ლარის ოდენობით.
მომჩივნის განმარტებით, 2019-2022 საანგარიშო პერიოდში თვეების მიხედვით ბუნებრივი აირის დანახარჯი ერთეულ ცხობაზე 2019 წლის იანვრიდან 2020 წლის სექტემბრამდე ძირითადად სტაბილურია და შეესაბამება (არ სცდება) 2023 წლის დეკემბრის თვეში ექსპერტიზის მიერ ჩატარებული დაკვირვებისა და გაანგარიშების შედეგად მიღებულ მაჩვენებელს. იგივე სურათია 2022 წლის აგვისტოდან შემდგომ პერიოდში. 2020 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ივლისის ჩათვლით ერთეულ ცხობაზე დახარჯული ბუნებრივი აირის მოცულობა 1,5-2 მ 3 აღემატება წინა და შემდგომი პერიოდის ბუნებრივი აირის დანახარჯებს ერთეულ ცხობაზე, რაც გამოწვეული იყო ღუმელების თერმო იზოლაციის დარღვევით. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია გაზის ხარჯის გაზრდა, რაც რეალურად მისთვის ცნობილი გახდა 2022 წლის აგვისტოს თვეში, მას შემდეგ რაც მიიღო 2022 წლის ივლისის სოკარის ანგარიშ-ფაქტურა და ნახა მკვეთრად გაზრდილი გაზის ღირებულება. აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი აირის ტარიფი 0,80 ლარიდან გაიზარდა 1,35 ლარამდე.
აცხადებს, რომ შესამოწმებელ პერიოდზე სრულად აქვს ყოველდღიური და ყოველსაათობრივი გაზის ხარჯის მონაცემები, რაზე დაყრდნობითაც იმავე მეთოდით, როგორც ექსპერტმა იხელმძღვანელა. შესაბამისად, უფრო რეალური შედეგების მისაღებად და მართლზომიერად მიაჩნია შესამოწმებელ პერიოდში თვეების მიხედვით გამოყენებული იყოს შესაბამისი თვის გაზის ხარჯის მონაცემები, ნაცვლად 2023 წლის 11- 18 დეკემბრის პერიოდის საშუალო მაჩვენებლისა. არ ეთანხმება შემმოწმებელს პურის ორ კატეგორიაზე გამოყენებულ საშუალო გასაყიდ ფასებში, რაც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს დამატებით დასარიცხ თანხებზე.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 28.07.2025 წლის №66513-21-14 წერილი, საიდანაც ირკვევა რომ წარმოდგენილი მტკიცებულება/არგუმენტაციის შესწავლისას (გადამხდელის მიერ წარმოდგენილი იყო, დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნაც, რომლითაც განისაზღვრა პურის ცხობაზე გაწეული გაზის წვის საშუალო ნორმატიული ოდენობა (ექსპერტის მიერ განხორციელდა მის წინაშე დასმული საკითხების შესწავლა და სამუშაო პროცესზე დაკვირვება რეალურ სამუშაო პროცესში)), შემოწმების მიერ განხორციელდა ვიზიტი საწარმოში პურის ცხობის პროცესის გასაცნობად. საწარმოში დამონტაჟებული იყო სამი ერთეული პურის საცხობი ღუმელი, რაც ერიცხება სააღრიცხვო დოკუმენტაციითაც. აქედან ერთი, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, არ იყო ტექნიკურად გამართული, თუმცა ის მიერთებული იყო ბუნებრივი აირის წყაროსთან, მასზე დამონტაჟებული იყო ნამწვის გამწოვი სისტემა და ღუმელის ჩართვა-გამორთვის მექანიზმი. გარდა ამისა, გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდში ზენორმატიული გაზის ხარჯვა გამოწვეული იყო არა პურის ცხობით, არამედ ღუმელების ტექნიკური გაუმართაობით რაც შემდგომში აღმოიფხვრა ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, თუმცა შესაბამისი მტკიცებულება გადამხდელმა ვერ წარმოადგინა. ამრიგად, წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის (და, აგრეთვე, სააღრიცხვო მონაცემების გათვალისწინებით) საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ის კორექტირება და გადასახადის თანხა შემცირდა 38 380 ლარის ოდენობით, ხოლო დარიცხული ჯარიმა 19 793 ლარით. ამასთანავე, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირება და გადასახადის თანხა შემცირდა 121 996 ლარის ოდენობით, ხოლო დარიცხული ჯარიმა 60 998 ლარით.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებთ, საბჭო მიიჩნევს, რომ საბჭოს 5.10.2023 წლის №20589/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 5.10.2023 წლის №20589/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების მიერ განხორციელდა ვიზიტი საწარმოში პურის ცხობის პროცესის გასაცნობად. საწარმოში დამონტაჟებული იყო სამი ერთეული პურის საცხობი ღუმელი, რაც ერიცხება სააღრიცხვო დოკუმენტაციითაც. აქედან ერთი, გადასახადის გადამხდელის განმარტებით, არ იყო ტექნიკურად გამართული, თუმცა ის მიერთებული იყო ბუნებრივი აირის წყაროსთან, მასზე დამონტაჟებული იყო ნამწვის გამწოვი სისტემა და ღუმელის ჩართვა-გამორთვის მექანიზმი. გარდა ამისა, გადამხდელის განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდში ზენორმატიული გაზის ხარჯვა გამოწვეული იყო არა პურის ცხობით, არამედ ღუმელების ტექნიკური გაუმართაობით რაც შემდგომში აღმოიფხვრა ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგად, თუმცა შესაბამისი მტკიცებულება გადამხდელმა ვერ წარმოადგინა. ამრიგად, წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის (და, აგრეთვე, სააღრიცხვო მონაცემების გათვალისწინებით) საფუძველზე განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული დღგ-ის კორექტირება და გადასახადის თანხა შემცირდა 38 380 ლარის ოდენობით, ხოლო დარიცხული ჯარიმა 19 793 ლარით. ამასთანავე, განხორციელდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საშემოსავლო გადასახადის კორექტირება და გადასახადის თანხა შემცირდა 121 996 ლარის ოდენობით, ხოლო დარიცხული ჯარიმა 60 998 ლარით.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;275