გადაწყვეტილება №28112/2/2026

დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 03.11.2026
№ დოკუმენტი 28112/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 28112/2/2026

03 ნოემბერი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ ----- ----- (ს/ნ ----- )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 30.10.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ----- ----- 11.09.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 28112/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის N 16205 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 23.07.2026 წლის N 006-338 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 12.08.2026 წლის N 18233 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 25 795.76 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 13 164.65 ლარი;

ჯარიმა - 8 142.92 ლარი;

საურავი - 4 488.19 ლარი;.

 

პროცედურული გარემოებები:

გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროა კვების ობიექტით მომსახურება, რომელიც ემსახურება „-----“ თანამშრომლებს. გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის პირველ მაისს, მეწარმე დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული არ არის.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 01.01.2023 წლიდან 01.04.2026 წლამდე პერიოდის, კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 28 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 29 მაისის N 11775 ბრძანება და N 006-180 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.07.2026 წლის N 16205 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის N 16205 ბრძანება, არ დაკმაყოფილებული საკითხის (დაკისრებული ჯარიმა - საურავებისგან გათავისუფლების) ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომელმაც 04.09.2026 წლის N 27875/2/2026 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილა. შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის N 16205 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტისა 2026 წლის 22 ივლისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, აღნიშნულის საფუძველზე, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივლისის N 006 - 338 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 12.08.2026 წლის N 18233 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს შემოწმებით დარიცხული თანხების შემცირებაზე, გადაანგარიშების საფუძველზე გამოცემულ აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივლისის N 006-338 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნაში ასახულ თანხებზე და ითხოვს დაკისრებული სანქციის (ჯარიმა - საურავის) გაუქმებას.

30.09.2026 წელს გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა წარმოადგინა განცხადება სადაც მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელმა 2026 წლის 30 სექტემბერს, სადავო აქტების ბათილად ცნობის და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების მოთხოვნით, მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, რაც ასევე დაადასტურა საბჭოს სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას. ამასთან განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნაში ასევე მითითებულია აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 ივლისის N 006 - 338 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 12.08.2026 წლის N 18233 ბრძანების ბათილად ცნობა და რომ აღნიშნულ სარჩელზე 2026 წლის 5 ოქტომბერს მიღებულია განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების მოთხოვნის თაობაზე.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის 12.08.2026 წლის N 18233 ბრძანება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და ვინაიდან ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, მიიჩნევს, რომ საჩივარი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე, უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

შემოსავლების სამსახურის 15.07.2026 წლის N 16205 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ ჩატარდა მომჩივანის კამერალური საგადასახადო შემოწმება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით. შედეგად, დაერიცხა გადასახადელი თანხა, ჯარიმა და საურავი. დარიცხვები გაასაჩივრა, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილება:

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანება გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოში და ვინაიდან ამ ეტაპზე წარმოდგენილი არ არის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება, მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301(ი);.