გადაწყვეტილება № 27433/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27433/2/2026
16 ივნისი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,5.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ----- 27.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27433/2/2026).
დავის საგანი:
ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 19.03.2026 წლის №001-44 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.04.2026 წლის №9112 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 124 040.61 ლარი.
მათ შორის
ქონების გადასახადი - 71 447.51
ჯარიმა - 35 723.5
საურავი - 16 869.6
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 22 დეკემბრის №27970 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2023 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმდა ქონების (გარდა მიწისა) გადასახადის დაბეგვრის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 11 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:
მომჩივანს 2022, 2023 და 2024 წლების საგადასახადო პერიოდებში უფიქსირდებოდა 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შესაბამისად, დაუდგინდა 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდების ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკური პირის ოჯახის საკუთრებაში იყო უძრავი ქონება (ბინები, სახლი, დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა). ასევე, მომჩივანს უფიქსირდებოდა ავტომობილი. მომჩივანს, საგადასახადო ორგანოში წარდგენილი ჰქონდა 2023, 2024 და 2025 წლების ქონების გადასახადის დეკლარაციები, სადაც შემცირებული იყო კონკრეტული ქონების საბაზრო ღირებულება. საბაზრო ღირებულებები რიგ შემთხვევაში განისაზღვრა მომჩივნის მიერ წარდგენილი საბაზრო ფასით, ხოლო ზოგიერთი უძრავი ქონება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ. კერძოდ:
1. ----- არსებული სახლი (ს/კ ----) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებულ იქნა 2022 წელს - 39 700 ლარად; 2023 წელს - 39 500 ლარად; 2024 წელს - 43 000 ლარად;
2. მდ. ----- მიმდებარედ არსებული დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა (ს/კ -----) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებულ იქნა 2022 წელს - 3 372 675 ლარად, 2023 წელს - 3 550 345 ლარად; 2024 წელს - 3 715 713 ლარად;
3. ----- დასახლებაში არსებული ბინა (ს/კ -----) ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შეფასებულ იქნა 2022 წელს- 75 922 ლარად, 2023 წელს-91 146 ლარად; 2024 წელს-100 478 ლარად;
4. ---- მეუღლე- ---- (პ/ნ ----) შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა ქ. ---- ქუჩაზე 59.3 კვ.მ ბინას, რომლის ღირებულებაც შემოწმების მიერ განისაზღვრა 2022 წელს - 172 245 ლარი, 2023 წელს 171 442 ლარი, 2024 წელს 178 926 ლარი.
5. 2008 წლიანი ----- ღირებულებამ 2022 წელს შეადგინა 25 000 ლარი; 2023 წელს- 24 300 ლარი, ხოლო 2024 წელს 10 000 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 201-ე, 202-ე და 205-ე მუხლების თანახმად, მომჩივანს დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი და შეეფარდა სანქცია საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის №5960 ბრძანება და №---- საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 24.04.2026 წლის №9112 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 201-ე, 202-ე, 205-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის გათვალისწინებით მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მომჩივნის არგუმენტაცია
არ ეთანხმება შემოწმების შედეგად ქონების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ფლობს გარკვეული რაოდენობის ქონებას, რაზეც იხდიდა შესაბამის ქონების გადასახადს, იმ საბაზრო ღირებულებით რაც ამ ქონებას ჰქონდა თავდაპირველად და მისთვის უცნობი იყო, რომ წლებთან ერთად ზოგიერთი ქონების საბაზრო ფასი გაიზარდა. მომჩივანი ითხოვს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილობას და აცხადებს, რომ ბათილობის შემდგომ სრულად გადაიხდის ქონების გადასახადს დაკორექტირებული ღირებულებების გათვალისწინებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი, მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;
ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის, ამ მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, ფიზიკური პირის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებში შეიტანება ყველა შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად, კერძოდ:
ა) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ნებისმიერი შემოსავალი, მათ შორის, სარგებელი, რომელიც დაკავშირებული არ არის ეკონომიკურ საქმიანობასთან;
გ) დარიცხული ხელფასი.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
დადგენილია, რომ მომჩივანს 2022, 2023 და 2024 წლების საგადასახადო პერიოდებში უფიქსირდებოდა 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შედეგად წარმოეშვა 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით. მომჩივანს აღნიშნულ პერიოდებზე შესრულებული ჰქონდა საგადასახადო ვალდებულება, თუმცა ქონების გადასახადის დეკლარაციაში შემცირებული იყო კონკრეტული ქონების საბაზრო ღირებულებები. ამდენად, შემოწმების მიერ მომჩივნის ქონების საბაზრო ღირებულებები რიგ შემთხვევაში განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბაზრო ფასით, ხოლო ზოგიერთი უძრავი ქონება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ.
მომჩივანი განმარტავს, რომ ფლობს გარკვეული რაოდენობის ქონებას, რაზეც იხდიდა შესაბამის ქონების გადასახადს, იმ საბაზრო ღირებულებით რაც ამ ქონებას ჰქონდა თავდაპირველად და მისთვის უცნობი იყო, რომ წლებთან ერთად ზოგიერთი ქონების საბაზრო ფასი გაიზარდა.
მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილშია განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, არ წარმოუდგენია ქონების შეფასების ალტერნატიული დასკვნა, რომლითაც ეჭქვეშ დააყენებდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადში განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულების მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ მომჩივანს 2022, 2023 და 2024 წლების საგადასახადო პერიოდებში უფიქსირდებოდა 100 000 ლარზე მეტი შემოსავალი, შედეგად წარმოეშვა 2023, 2024 და 2025 წლების საანგარიშო პერიოდის ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება, საკუთრებაში არსებულ უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით. მომჩივანს აღნიშნულ პერიოდებზე შესრულებული ჰქონდა საგადასახადო ვალდებულება, თუმცა ქონების გადასახადის დეკლარაციაში შემცირებული იყო კონკრეტული ქონების საბაზრო ღირებულებები. ამდენად, შემოწმების მიერ მომჩივნის ქონების საბაზრო ღირებულებები რიგ შემთხვევაში განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბაზრო ფასით, ხოლო ზოგიერთი უძრავი ქონება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად, არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;201(1);202(5,7,);205(12)