N 13616 - 29/04/2021 - „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
შემოსავლების სამსახურის უფროსის
ბრძანება №13616
2021 წლის 29 აპრილი
ქ. თბილისი
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების მე-3 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„20. პირველადი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის თანხა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, ანუ ვადის დადგომის თარიღისათვის ავტომატურ რეჟიმში. დაზუსტებული დეკლარაციების/გაანგარიშებების, ასევე, დადგენილი ვადის დარღვევით (დაგვიანებით) წარმოდგენილი პირველადი დეკლარაციების მონაცემები ბარათზე აისახება მათი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. დეკლარაციების/გაანგარიშებების ბარათზე გატარება ხორციელდება ქრონოლოგიური წესით, კუთვნილი სავადო თარიღის მიხედვით. დაზუსტებული დეკლარაციების/გაანგარიშებების, ასევე დადგენილი ვადის დარღვევით (დაგვიანებით) წარმოდგენილი პირველადი დეკლარაციების/გაანგარიშებების მონაცემები, რომლებიც წარმოდგენილია საგადასახადო შეთანხმებით მოცულ პერიოდზე ან/და იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზეც საგადასახადო ორგანომ უკვე განახორციელა საგადასახადო შემოწმება ან დარიცხვა, გარდა 2019 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განხორციელებული საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმებისა, პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახება გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.“
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე