ბრძანება N 20374

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.09.2026
№ დოკუმენტი 20374
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 20374

16 სექტემბერი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 18 აგვისტოს საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 3 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №78) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ -------) 2026 წლის 18 აგვისტოს №104144/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 22 ივლისის №047-26 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებასთან დაკავშირებით:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას, რომ საწარმოს მიერ რეალიზებულ ბინებზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული რეალიზაციის თანხები, ცალკეულ შემთხვევებში, გადასახადების შემცირების მიზნით არის დამახინჯებული და არ ასახავს გარიგების რეალურ ფასებს. ასევე, არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას ფასებთან მიმართებაში. აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტში წარადგინეს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბინების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე მათი რეალიზაციის პერიოდში, ხოლო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღში. აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული წარდგენილი ქონების ექსპერტიზის დასკვნა, მიზეზი კი უცნობია. ითხოვს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის შესწავლას, მის გათვალისწინებას და ბინების სარეალიზაციო ფასების ზრდის გამო დარიცხული დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების გაუქმებას.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 აპრილის №8419 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 6 მარტის საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“-ის (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ ბინების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის თაობაზე მათი რეალიზაციის პერიოდში, ხოლო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თარიღში;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 აპრილის №8419 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 20 ივლისის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული თანხები გადამხდელს შეუმცირდა ჯამში 1 018 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 22 ივლისის №047-26 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

● შემოსავლების სამსახურის ბრძანებას საჩივრის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ გადასახადის გადამხდელი მომხმარებლის ავტორიზებული გვერდის მეშვეობით გაეცნო პირველ ივნისს, 16 ივნისს წარმოადგინა შპს "-------" (ს/ნ -------) გაფორმებული ხელშეკრულება რეალიზებული საცხოვრებელი სახლების შეფასებასთან დაკავშირებით, ხოლო 10 ივლისს - აღნიშნული საცხოვრებელი სახლების შეფასების ანგარიში. შემმოწმებელთა მიერ შესწავლილ იქნა წარმოდგენილი ანგარიში გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საცხოვრებელი სახლების საბაზრო ღირებულებების შეფასების შესახებ. შესწავლის შედეგად გამოვლინდა უზუსტობები, როგორც შეფასების პერიოდების არჩევანში საბაზრო ფასების განსაზღვრისათვის, ასევე, შეფასების არჩეული მეთოდოლოგიის მიხედვით კონკრეტულ ანგარიშებში. მნიშვნელოვანი შეუსაბამობები გამოვლინდა ახლადწარმოდგენილი მონაცემების შედარებისას შემოწმების მიერ მანამდე მოძიებულ დადასტურებულ მონაცემებთან. ამ შედარებების მიხედვით შეუძლებელი ხდება გადამხდელის მიერ ახლად წარმოდგენილი ინფორმაციის ობიექტურ საფუძველზე დადასტურება. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი განსაზღვრული თანხების კორექტირება/შემცირება არ მომხდარა.

● შემმოწმებელთა მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული მონაცემები, ასევე, გადამხდელის მიერ დამატებით წარმოდგენილი არგუმენტები. მოძიებული მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე გადამხდელის მიერ საცხოვრებელი ფართების რეალიზაციის საგადასახადო პერიოდებზე განაწილების მიხედვით, შესაბამის კორექტირებას დაექვემდებარა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები მიწაზე ქონების გადასახადში ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/ საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის წარდგენილი ანგარიში შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საცხოვრებელი სახლების საბაზრო ღირებულებების შეფასების შესახებ. შესწავლის შედეგად გამოვლინდა უზუსტობები, კერძოდ, შეფასების პერიოდების არჩევანში საბაზრო ფასების განსაზღვრისათვის, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი და არ დასტურდება მითითებულ პერიოდებში გაფორმებული წინარე ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებების არსებობა. ასევე, არის უზუსტობები შეფასების არჩეული მეთოდოლოგიის მიხედვით კონკრეტულ ანგარიშებში. არსებითი განსხვავება გამოვლინდა, ასევე, ახლადწარმოდგენილი მონაცემების შედარებისას შემოწმების მიერ მანამდე მოძიებულ დადასტურებულ მონაცემებთან. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბინების რეალიზაციის საფუძვლით დამატებითი განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება არ მომხდარა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს სადავოდ მითითებული აქვს ისეთი საკითხი, რაც შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 აპრილის №8419 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა შესასრულებლად დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი ითხოვს ექსპერტიზის დასკვნის შესწავლას, მის გათვალისწინებას და ბინების სარეალიზაციო ფასების ზრდის გამო დარიცხული დამატებული ღირებულების და საშემოსავლო გადასახადების გაუქმებას.

2. ითხოვს დარიცხული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების დასკვნასა და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის წარდგენილი ანგარიში შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საცხოვრებელი სახლების საბაზრო ღირებულებების შეფასების შესახებ. შესწავლის შედეგად გამოვლინდა უზუსტობები, კერძოდ, შეფასების პერიოდების არჩევანში საბაზრო ფასების განსაზღვრისათვის, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი და არ დასტურდება მითითებულ პერიოდებში გაფორმებული წინარე ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებების არსებობა. ასევე, არის უზუსტობები შეფასების არჩეული მეთოდოლოგიის მიხედვით კონკრეტულ ანგარიშებში. არსებითი განსხვავება გამოვლინდა, ასევე, ახლადწარმოდგენილი მონაცემების შედარებისას შემოწმების მიერ მანამდე მოძიებულ დადასტურებულ მონაცემებთან. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბინების რეალიზაციის საფუძვლით დამატებითი განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება/შემცირება არ მომხდარა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)