ბრძანება N 9296
📄 სრული ტექსტი
N 9296
22 აპრილი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის: ---) 2024 წლის 2 აპრილის
საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2024 წლის 12 აპრილის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №40) იმსჯელა შპს „---ს“ (ს/ნ ---) №88838/1/2024 საჩივარზე, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საგადასახადი მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 მარტის №001476 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
შემოსავლების სამსახურმა შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დაადგინა, რომ სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა უნდა დარჩეს კანონიერ ძალაში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები განიხილავენ ამ კოდექსის 17714 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 81-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, მისი განხილვა, გადაწყვეტილების მიღება, სასამართლოში განსახილველად ოქმის გაგზავნა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანი სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ელექტრონულად გაეცნო 2024 წლის 19 მარტს, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 2024 წლის 2 აპრილს. მაშასადამე, გასულია კანონით დადგენილი გასაჩივრების 10 დღიანი ვადა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივრის ან პროტესტის განხილვისას ორგანოს (თანამდებობის პირს) გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) დადგენილების უცვლელად დატოვებისა და საჩივრის ან პროტესტის დაუკმაყოფილებლად დატოვების შესახებ;
ბ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ;
გ) დადგენილების გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ;
დ) ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილების გაუქმებისა და პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან განთავისუფლების შესახებ;
ე) ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელის ზომის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში შეცვლის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მომჩივნის მიერ საჩივარი წარმოდგენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე, 273-ე და 278-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს 2024 წლის 14 მარტის №001476 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადი მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 14 მარტის №001476 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ მომჩივანი სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ელექტრონულად გაეცნო 2024 წლის 19 მარტს, ხოლო საჩივარი წარმოდგენილია 2024 წლის 2 აპრილს. მაშასადამე, გასულია კანონით დადგენილი გასაჩივრების 10 დღიანი ვადა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 219-ე, 273-ე და 278-ე მუხლებს.