გადაწყვეტილება №22103/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№22103/2/2024
13 მარტი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------------ი (ს/ნ --------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს --------ის 30.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22103/2/2024).
დავის საგანი:
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №046-10 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №233 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 28 954.13 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 19 404
დღგ - 9 782
საშემოსავლო გადასახადი - 9 622
ჯარიმა - 7 989
საურავი - 1 561.13
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა აბაზანის აქსესუარებით ქ. თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე იჯარით აღებულ ფართში.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ:
. მომჩივნის მიერ დეკლარირებული ფასნამატი 2022 წელს შეადგენს 24%-ს, ხოლო 2023 წელს (შესამოწმებელ პერიოდში) – 26%-ს. 2023 წლის სექტემბერში საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარებულია სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგად სმფ-ების ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა 619 268 ლარი. შემოწმებით სმფ-ების დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლენილა, თუმცა პირის შესახებ არსებული დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება საწარმოს მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2023 წლის 10 აგვისტოსთვის ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში დადგინდა 9 910 ლარი, ხოლო საბუღალტრო აღრიცხვით ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 16 961 ლარს.
გამომდინარე აქედან, სხვაობა საბუღალტრო აღრიცხვასა და ფაქტობრივად დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №29134 ბრძანება და ამავე თარიღის №046-10 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 12 იანვრის №233 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, 270-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 272-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 275-ე მუხლის პირველ, მე-2, 21 და 22 ნაწილებზე, 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას, რადგან კომპანიამ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე შეძლოს დარიცხული გადასახადის: დღგ - 9782 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 9622 ლარი, ჯამში 19 404 ლარის ერთიანად გადახდა და ფუნქციონირების გაგრძელება საგადასახადო იძულებითი ღონისძიებების გარეშე.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
2 1 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2 2 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომჩივანი ითხოვს ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას, რადგან კომპანიამ შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე შეძლოს დარიცხული გადასახადის თანხის: დღგ - 9 782 ლარი, საშემოსავლო გადასახადი - 9 622 ლარი, ჯამში 19 404 ლარის ერთიანად გადახდა და ფუნქციონირების გაგრძელება საგადასახადო იძულებითი ღონისძიებების გარეშე.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2022 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2023 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით. საგადასახადო შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 22 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული ფასნამატი 2022 წელს შეადგენს 24%-ს, ხოლო 2023 წელს – 26%-ს. 2023 წლის სექტემბერში საწარმოს კუთვნილ ობიექტში ჩატარებულია სმფ-ების ინვენტარიზაცია, რის შედეგად სმფ-ების ფაქტობრივმა ნაშთმა შეადგინა 619 268 ლარი. შემოწმებით სმფ-ების დანაკლისი/ზედმეტობა არ გამოვლენილა, თუმცა პირის შესახებ არსებული დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად დადგინდა, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა აღემატება საწარმოს მიერ დეკლარირებულ მონაცემებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გადასახადის გადამხდელთან ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, 2023 წლის 10 აგვისტოსთვის ნაღდი ფულის ნაშთი სალაროში დადგინდა 9 910 ლარი, ხოლო საბუღალტრო აღრიცხვით ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 16 961 ლარს.
გამომდინარე აქედან, სხვაობა საბუღალტრო აღრიცხვასა და ფაქტობრივად დადგენილ ნაღდი ფულის ნაშთს შორის დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 27 ნოემბრის №29134 ბრძანება და ამავე თარიღის №046-10 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 12 იანვრის №233 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევა გამოწვეულია მისი შეცდომით/არცოდნით და შესაბამისად, არ არსებობს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);