ბრძანება N 16597
📄 სრული ტექსტი
N 16597
23/06/2020
----- ის მოქალაქე ----- ის
(მის: ქ. ------- )
2020 წლის 01 ივნისის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა 2020 წლის 10 ივნისს დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე (ოქმი №37) განიხილა ----- ის მოქალაქე ----- ის №91417/21-11 საჩივარი, რომლითაც იგი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2020 წლის 10 აპრილის №AL019257 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.
სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით მომჩივანს, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
მომჩივანი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით და ითხოვს სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
სატრანსპორტო საშუალებას გამოცხადების ბოლო ვადა განესაზღვრა „საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ შესაბამისად. სატრანსპორტო საშუალება გამოცხადდა დაგვიანებით.
მომჩივნმა დაარღვია მისი მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებაზე გამოცხადების ვადა, რის გამოც დაეკისრა პასუხისმგებლობა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, შედგა სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილია მცირემნიშვნელოვანი სამართალდარღვევისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა, კერძოდ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.
საჩივრის განხილვის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იქნეს აღნიშნული საკანონმდებლო ნორმით გათვალისწინებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობა. შესაბამისად, პირი უნდა გათავისუფლდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან და გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე, 219-ე მუხლის პირველი ნაწილის და 278-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ----- ს საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ------ გათავისუფლდეს 2020 წლის წლის 10 აპრილის №AL019257 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან და გამოეცხადოს სიტყვიერი შენიშვნა;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი განმარტავს, რომ სამართალდარღვევა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზით და ითხოვს საბაჟო დეპარტამენტის სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სატრანსპორტო საშუალებას გამოცხადების ბოლო ვადა განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულებით დამტკიცებული „ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის“ შესაბამისად.
მომჩივანმა დაარღვია მისი მართვის ქვეშ მყოფი სატრანსპორტო საშუალებაზე გამოცხადების ვადა, რის გამოც დაეკისრა პასუხისმგებლობა „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლის შესაბამისად, შედგა სადავო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით პირი გათავისუფლდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით შესაბამისად.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა:
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლი
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის №1 დეკრეტის მე-8 მუხლი
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის №164 განკარგულება