გადაწყვეტილება №23710/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23710/2/2024
30 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს -------- (ს/ნ -------------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ის 14.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23710/2/2024).
დავის საგანი:
ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2024 წლის №001-102 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16950 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 30 159,45 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 15 132
ჯარიმა - 7 566
საურავი - 7 461,45
ფაქტების აღწერა
კომპანიის საქმიანობაა თევზის და ხორცეულის რეალიზაცია.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 31 მაისის №12950 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი, თემატური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 6.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი:
ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით კომპანიის 2023 წლის ივლისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 718 519 ლარს, ხოლო აღნიშნულიდან ოთხი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (დასაბეგრი ბრუნვა 337 320 ლარი) განაშთულია წინა საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები.
დასაბეგრ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობა შეადგენს 86 446 ლარს. აღნიშნული სხვაობა განპირობებულია შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (ავ--------), რომელიც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი არ აქვს.
შემოწმების შედეგად დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს, დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2024 წლის №13776 ბრძანება და №001-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16950 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 158-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 180- ე, 43-ე, 69-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლზე და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს „-------“-მა (ს/ნ -------) 2021 წლის ივლისის თვეში ჩარიცხა ავანსის თანხა, 102 006,80 ლარი. მომჩივანმა, ავანსის თანხაზე 2021 წლის 16 სექტემბერს გამოწერა ავანსის ელექტრონული ანგარიშფაქტურა (ავ------). აღნიშნული ავანსის თანხა განაშთულია 2021 წლის აგვისტოს თვეში (ეა------- და ეა------) დღგ-ის ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით (რეალიზაციის ჯამური თანხა 393 582, 77 ლარი). შესაბამისად, სრულად დაბეგრილია აგვისტოს თვეში.
ზემოაღნიშნულის შესახებ, 2024 წლის 21 მაისს ახსნა-განმარტების სახით აცნობა აუდიტორს (წარმოადგინა ახსნა-განმარტება). მიუხედავად ამისა, არ არის გათვალისწინებული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ის რომ ავანსის ანგარიშ-ფაქტურა ავ------- განაშთულია და დაბეგრილია 2021 წლის აგვისტოს თვეში. შედეგად, ერთი და იგივე თანხა დაბეგრილია ორჯერ, ერთი 2021 წლის აგვისტოს თვეში მომჩივნის მიერ და მეორე 2021 წლის ივლისის თვეში შემოწმებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა. საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საგადასახადო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირის მიერ სხვა დასაბეგრი პირისთვის საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის შემთხვევაში, გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიწეროს გამარტივებული ფორმის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მონაცემები შეიტანება საგადასახადო ორგანოში წარსადგენ დღგ-ის დეკლარაციაში.
საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.
შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სასაქონლო ზედნადებების და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, მომჩივნის 2023 წლის ივლისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 718 519 ლარს, ხოლო აღნიშნულიდან ოთხი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურით განაშთულია, წინა საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები. დასაბეგრ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობა შეადგენს 86 446 ლარს, რომელიც განპირობებულია შესამოწმებელ თვეს გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელიც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი არ ჰქონდა. შემოწმების შედეგად დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები და გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი.
მომჩივანი განმარტავს, რომ 2021 წლის ივლისის თვეში ჩაერიცხა ავანსის თანხა, რომელიც დაბეგრილია სრულად, 2021 წლის აგვისტოს თვეში, (ეა----- და ეა-------) ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებით. აღნიშნულის შესახებ 2024 წლის 21 მაისს ახსნა-განმარტების სახით აცნობა აუდიტორს. მიუხედავად ამისა შემოწმებამ არ გაითვალისწინა ყველა ფაქტობრივი გარემოება, ის რომ ავანსის ანგარიშ-ფაქტურა ავ-------- განაშთულია და დაბეგრილია 2021 წლის აგვისტოს თვეში. შედეგად, ერთი და იგივე თანხა დაბეგრილია ორჯერ, ერთი 2021 წლის აგვისტოს თვეში მომჩივნის მიერ და მეორე 2021 წლის ივლისის თვეში შემოწმებით.
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისაწვლოს მომჩივნის მეირ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 17.07.2024 წლის №16950 ბრძანება;
3. გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/შეაფასოს წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის №12950 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის გასვლითი, თემატური საგადასახადო შემოწმება, ელექტრონულად გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების/სასაქონლო ზედნადებების, მიღებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების და საბაჟო დეკლარაციების 2021 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორე. შემოწმების შედეგები აისახა 6.06.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა შემდეგი,ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების და გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით კომპანიის 2023 წლის ივლისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 718 519 ლარს, ხოლო აღნიშნულიდან ოთხი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით (დასაბეგრი ბრუნვა 337 320 ლარი) განაშთულია წინა საანგარიშო პერიოდში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურები.დასაბეგრ და დეკლარირებულ ბრუნვებს შორის სხვაობა შეადგენს 86 446 ლარს. აღნიშნული სხვაობა განპირობებულია შესამოწმებელ პერიოდში გამოწერილი ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით , რომელიც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი არ აქვს.შემოწმების შედეგად დაზუსტდა შესამოწმებელი პერიოდის საგადასახადო ვალდებულებები. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს, დასაბეგრი ბრუნვის სხვაობაზე დაერიცხა დღგ და შეეფარდა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №13776 ბრძანება და №001-102 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის №16950 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს თავისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს შეისაწვლოს მომჩივნის მეირ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1.2) ; 164(1); 180(1);