ბრძანება N 2251

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.02.2024
№ დოკუმენტი 2251
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 2251

07 თებერვალი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2024 წლის 18 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 30 იანვარს გამართულ სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №86865/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 დეკემბრის №005-215 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს და აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტს მიაწოდა მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შემმოწმებელთან განხორციელებული ზეპირი კომუნიკაციისას გაირკვა, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შერჩევით გადაამოწმა წარდგენილი მტკიცებულებების სისწორე და მათი გაანალიზებით დადგენილი ხარვეზების საფუძველზე არ განხორციელდა გადაანგარიშება. აცხადებს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გაანგარიშება განახორციელა მხოლოდ ინვენტარიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით. შესამოწმებელ პერიოდში დოკუმენტური რეალიზაცია შეადგენს 1 392 310 ლარს, რომელიც გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვასთან შეფარდებით შეადგენს 37%-ს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაზრდილი ბრუნვიდან გამომდინარე 29%-ს. შესამოწმებელი პერიოდი 2021 წლის 27 მაისის N16316 ბრძანების მიხედვით შეადგენს 01.01.2019-01.05.2021 საანგარიშო პერიოდს. გადამხდელის მიმართ მიმდინარე კონტროლის ღონისძიება - ინვენტარიზაცია განხორციელებულია 2021 წლის 30 ნოემბრის N36942 ბრძანების საფუძველზე, რომელიც უპირველეს ყოვლისა ცდება გადამხდელის მიმართ დანიშნული შემოწმების საანგარიშო პერიოდს. ამავე დროს, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი შესაძლებელია გავრცელებულ იქნეს მხოლოდ მთლიან შეძენილი საქონლის ღირებულებიდან დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულების გამოკლების შედეგად დადგენილ ღირებულებაზე.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გადსახადის გადამხდელი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მხედველობაში იქნეს მიღებული დოკუმენტური რეალიზაცია, დადგენილ იქნეს დოკუმენტური რეალიზაციის თვითღირებულება, რომელიც გაშიფვრადი და იდენტიფიცირებადია, ხოლო დადგენილ არადოკუმენტურ რეალიზაციაზე შესაძლებელია გავრცელებულ იქნეს საცალო რეალიზაციის ფასნამატი.

ასევე, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრით ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №21978 ბრძანებით შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი 2023 წლის 7 ივლისის №005-102 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 მარტის №5368 ბრძანების აღსრულების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;“

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №21978 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2023 წლის 14 დეკემბრის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 21 დეკემბრის №005-215 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოწმებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ცხრილები. ანალიზის შედეგად გასაჩივრებული საკითხი არ დაექვემდებარა გადაანგარიშებას.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოადგენს გადაანგარიშების საფუძველს და არ ვლინდება დამატებითი გარემოებები, რაც გავლენას მოახდენდა შემოწმების შედეგებზე. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად ასევე მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 8 სექტემბრის №21978 ბრძანებით მომჩივანის საჩივარი კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც საგადასახადო ვალდებულებები არ შემცირდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)