გადაწყვეტილება №25760/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25760/2/2025
03 ნოემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.10.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 1.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25760/2/2025).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3315 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2025 წლის №136-9 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 12.08.2025 წლის №18132 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 343 202,06 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 199 809
ბუნებრ. რესურს. სარგ. მოსაკ. – (-9 077)
დღგ - 22 710
მიწა-არასასოფლო- 4 872
მოგების გადასახადი - 14 525
საშემოსავლო გადასახადი - 166 779
ჯარიმა - 101 544
საურავი - 41 849,06
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
მომჩივნის საქმიანობაა ქვიშა-ღორღის მოპოვება, გადამუშავება და რეალიზაცია და საკუთრებაში არსებული სპეც. ტექნიკის (ექსკავატორი, სატკეპნი, თვითმცლელი) იჯარით გაცემა.
აუდიტის დეპარტამენტის 24.12.2024 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.09.2024 წლამდე საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო შემოწმების პროცესში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციებში სრულად არ იყო ასახული დაქირავებულ პირებზე გაცემული ხელფასი და ასევე, ფიზიკურ პირებზე გადახდილი მომსახურების საფასური (კონდიციონერის მონტაჟი, ექსკავატორის შეკეთება, ტრანსპორტირება, საბურავების შეკეთება). აღნიშნული განაცემები დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
საბანკო ამონაწერების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის ანგარიშზე ჩარიცხულია ქვიშა/ღორღის ან/და გაწეული მომსახურების საფასური, რომელზეც არ არის გამოწერილი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები) და არ არის ასახული დღგ-ით დასაბეგრ 18%-იან ბრუნვაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ელექტრონულ მონაცემთა ბაზებით, გადასახადის გადამხდელის სახელზე შესამოწმებელ პერიოდში ფიქსირდებოდა სატვირთო მანქანა ---------- (რეგისტრაციის თარიღი 13.09.2016), რომელიც 4.03.2021 წელს მოხსნილია რეგისტრაციიდან.
ბანკში ჩარიცხული ქვიშა/ღორღის და მომსახურების საფასური ჩაერთო დღგ-ით დასაბეგრ 18%-იან ბრუნვაში. სატვირთო მანქანა ---------- ჩაითვალა საბაზრო ფასით რეალიზებულად და დაერიცხა დღგ.
გადასახადის გადამხდელს 2021 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის საანგარიშო პერიოდებში ჩათვლილი ჰქონდა ხანდაზმული პერიოდის (2020 წლის) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები: ეა----------; ეა----------; ეა----------; ეა---------- და ეა----------; სულ ჯამში 2020 წლის საანგარიშო პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი იყო 989 ლარი. 2023 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში საწარმოს ჩათვლილი ჰქონდა შპს „----------“-სგან (სნ ----------) მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ---------- (დღგ-ს თანხა 1 389 ლარი). აღნიშნული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამყიდველს განაშთული ჰქონდა 2023 წლის ივლისის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით ეა---------- (დღგ-ს თანხა 1 389 ლარი). საწარმოს ჩათვლილი ჰქონდა როგორც ავანსის, ასევე, ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც (დუბლირებული ჩათვლა). შემოწმების შედეგად გაუქმდა ხანდაზმული პერიოდის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით მიღებული ჩათვლა და ასევე, ჩათვლებიდან ამოღებულ იქნა ძირითადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაც.
2023 წლის მაისის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელს შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიღებული ჰქონდა სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (შეძენილია ბენზინი, დღგ-ს თანხა 244 ლარი), აღნიშნული სპეც. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები საწარმოს არ ჰქონდა ჩათვლილი, საგადასახადო შემოწმებით ჩათვლას დაექვემდებარა მიღებული სპეც. საგადასახადო ანგარიშფაქტურები. 2021 წლის ნოემბრის საანგარიშო პერიოდში საწარმოს მიღებული ჰქონდა კორექტირების საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეკ----------, რომლის მიხედვითაც განულებული იყო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის თანხა, თუმცა გადამხდელს ჩათვლებში არ ჰქონდა გათვალისწინებული (ჩათვლილია ეა---------- პირველადი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, დღგ-ს თანხა 21 ლარი). აღნიშნული კორექტირება გათვალისწინებულ იქნა დღგ-ის ჩათვლებში.
მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში საკუთრებაში აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ----------. საწარმო ფლობს 31 232 კვ.მ. მიწის ნაკვეთს. შემოწმებით დადგინდა, რომ 2024 წლის საანგარიშო პერიოდში საწარმოს არ ჰქონდა დეკლარირებული/გადახდილი ქონების (მიწის) გადასახადი, რაც დაერიცხა გადასახადის გადამხდელს.
გადასახადის გადამხდელი არ თანამშრომლობდა საგადასახადო ორგანოსთან. ინფორმაციის წარუდგენლობაზე დაჯარიმებულია 4-ჯერ. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერები. ფულადი სახსრების მოძრაობის გაანგარიშდა საგადასახადო ორგანოს ხელთ არსებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციასა და მესამე პირებისგან გამოთხოვილი ინფორმაციაზე დაყრდნობით. მიღებული ფულადი შემოსავლების ის ნაწილი (გამოქვითვების გამოკლების გათვალისწინებით დარჩენილი განკარგვადი თანხა), რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა აღრიცხული შემოსავლად, დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.
ზემოთ აღწერილ ყველა შემთხვევაზე მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2024 წლის №136-20 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3315 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ, მე-2 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3315 ბრძანების აღსრულების შედეგად, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, აუდიტის დეპარტამენტის 28.05.2025 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 114 658 ლარი (გადასახადი 76 438 ლარი, ჯარიმა 38 220 ლარი), რაზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2025 წლის №136-9 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 12.08.2025 წლის №18132 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელმა გაითვალისწინა მომწოდებლებზე გადახდილი გარკვეული თანხები, რაც ჯვარედინი შემოწმებითაც დადასტურდა. თუმცა, ნაწილი თანხები მაინც მიიჩნია დასაბეგრად. პროგრამის ასლი წარდგენილია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3315 ბრძანებით შპს „----------“-ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- პირველ, მე-2 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხების დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3315 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 28.05.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა შპს „----------“ გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვით 1.09.2024 წლის მდგომარეობით შპს „----------“ შპს გადასახადის გადამხდელის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება 305 754 ლარის ოდენობით. დამატებით წარადგინა ანგარიშის ბარათი (შპს „----------“ და შპს „----------“-ის შორის), რომელიც ადასტურებს დებიტორული დავალიანების წარმოშობას. შესაბამისად, დებიტორული დავალიანების ოდენობით შემცირდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს განკარგვადი ფულის რაოდენობა. შედეგად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
დეკლარირებულ და არადეკლარირებულ თანხებს შორის გამოვლენილი სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
კომპანიის ანგარიშზე ჩარიცხული ქვიშა/ღორღის ან/და გაწეული მომსახურების საფასურის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვასა და კომპანიის სახელზე არსებული სატვირთო მანქანის რეალიზებულად განხილვის საფუძველზე დღგ-ში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა კორექტირებას.
დღგ-ის ჩასათვლელი თანხების კორექტირებასთან დაკავშირებით, გადამხდელს არ წარუდგენია საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები აღნიშნულ ნაწილში კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3315 ბრძანება. ამასთან, დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
მხარეთა არგუმენტაციის, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3315 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის №3315 ბრძანების აღსრულების შედეგებს.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგა 28.05.2025 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადაანგარიშების პროცესში გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლის მიხედვით კომპანიაას გადასახადის გადამხდელის მიმართ ერიცხებოდა დავალიანება. შედეგად, შემცირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.
მომჩივანი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3315 ბრძანება. ამასთან, დავის წარმოების ეტაპზე არ აქვს წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ, შემოსავლების სამსახურის 25.02.2025 წლის №3315 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).