ბრძანება N 12793

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 08.06.2023
№ დოკუმენტი 12793
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12793

08.06.2023

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

(მის: ----------)

2023 წლის 16 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის (ოქმი №60) სხდომაზე განიხილა ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) №83290/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 1 მაისის №21-11/35446 გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ კანონის დარღვევით ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2013 წლის 1 იანვრამდე და სრულად ჩამოწერას ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით. მომსახურების დეპარტამენტის სადავო წერილი კი იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი განსჯაც კი შეუძლებელია, რადგან წერილში ასახული ინფორმაცია ურთიერთსაწინააღმდეგოა. მასში ასახული ინფორმაცია დაფუძნებულია სიყალბეზე და ხელოვნურად არარსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც საჭიროებს შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.

ფაქტობრივი გარემოებები:

დავების დეპარტამენტის 28.04.2023 წლის სამსახურებრივი ბარათით მომსახურების დეპარტამენტში გადაგზავნილია „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 26 აპრილის №----------/21-17 განცხადება (საჩივარი) გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული დავალიანების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე ჩამოწერის ნაწილში.

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) პირადი აღრიცხვის ბარათის შესწავლით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ აკმაყოფილებს დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნებს. 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საგადასახადო დავალიანება არ ერიცხება: სალდირებული ზედმეტობა შეადგენს 1343.83 ლარს, მათ შორის ძირითადი 267.07ლარი, ზედმეტობა 1610.90 ლარი.

2013 წლის 1 იანვრის შემდეგ წარმოდგენილია დეკლარაციები, რომელთა საფუძველზე დარიცხულია ბიუჯეტში გადასახდელი თანხა, ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება, რაც ასევე წარმოადგენს 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა1 “ ქვეპუნქტის პირობების დარღვევას.

დავალიანების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად ვერ განხორციელდა, ვინაიდან ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით სალარო აპარატების ჯარიმაში დავალიანება არ ერიცხება.

აღნიშნულის შესახებ პირს ეცნობა 2023 წლის 1 მაისის №21-11/----------წერილით, რომელიც გაიგზავნა საფოსტო გზავნილით და უკან დაბრუნდა 2023 წლის 11 მაისს, ხოლო 15 მაისს ი/მ „----------“-მა ხელზე ჩაიბარა აღნიშნული წერილი.

ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) 16.05.2023 წლის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება სულ 45,870.83ლ, მათ შორის ძირითადი 20,316.32ლ (დღგ 14486,72ლ, საშემოსავლო 5829,6ლ), ჯარიმა 12,763.20ლ, საურავი 12,791.31ლ. ძირითადი დავალიანება დღგ-ში შედგება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის დეკემბრის თვის დეკლარაციით დარიცხული და ნაწილობრივ გადაუხდელი გადასახადისაგან, ძირითადი დავალიანება საშემოსავლო გადასახადში შედგება გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის წლიური დეკლარაციით დარიცხული და გადაუხდელი გადასახადისაგან.

ჯარიმის ნაწილში დავალიანება შედგება: 21.12.2015წ ვადით დარიცხული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეექვსე ნაწილით 200 ლარი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მეცხრე ნაწილით 10131.5 ლარი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილით 29.12.2016 ვადით დარიცხული 400 ლარი, საგადასახადო შეთანხმების პირობების დარღვევისათვის 24.01.2022 წლის ვადით დარიცხული 2,031.70 ლარი.

დადგენილ ვადებში გადაუხდელ ძირითად დავალიანებაზე დარიცხულია საურავი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 2 ივნისის მდგომარეობით ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 20316.32 ლარი, ჯარიმა 12763.20 ლარი, საურავი 12791.31 ლარი.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის შესაბამისად:

ამ კოდექსის 252-ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას ექვემდებარება:

„ა1 ) აღიარებული, 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ პირს 2013 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისათვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ წარუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) ან საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების (გარდა პირის ქონების გადასახადის დეკლარაციისა/გაანგარიშებისა, აგრეთვე ამ კოდექსის 1611 მუხლის პირველი ნაწილის ან 309-ე მუხლის 58-ე და 59-ე ნაწილების მიხედვით განხორციელებული დეკლარირებისა ან/და დარიცხვისა) საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის თანხა ნულზე მეტია ან/და ჩასათვლელი თანხა დარიცხულ თანხას აღემატება);

გ) ამ კოდექსის 281-ე მუხლის და 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლის საფუძველზე ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა.“

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ი/მ „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ კანონის დარღვევით ერიცხება საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2013 წლის 1 იანვრამდე და სრულად ჩამოწერას ექვემდებარება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობასთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 272; 279(1); 286(6, 9).