N 5295-IIს - 24/11/2011 - „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
„შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 09.03.2010, მუხ. 25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი სამსახურის უფროსის წარდგინებით.
4. სამსახურის უფროსის მოადგილეების კომპეტენციები განისაზღვრება სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.“.
2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები, აგრეთვე მომსახურების საფასურის გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,2011 წლის 24 ნოემბერი.
№5295-IIს
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე